LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კაცმა ერთი თვის განმავლობაში მაშველებს 1600-ჯერ დაურეკა და არაფერი უთქვამს

107
Capture

იაპონიაში დააკავეს მამაკაცი, რომელიც ერთი თვის განმავლობაში საგანგებო სამსახურის ცხელ ხაზზე გაუჩერებლად რეკავდა. ინფორმაციას ამის შესახებ Japan Today ავრცელებს.

გისოსებს მიღმა აღმოჩნდა ტოკიოს მკვიდრი, 36 წლის შიგენარი კუროსავა, რომელმაც მაშველები მართლაც ძალიან შეაწუხა. 1-დან 28 ივლისის ჩათვლით კაცმა 1600-ზე მეტი ზარი განახორციელა და არც ერთხელ არაფერი უთქვამს. ყოველ ჯერზე, ოპერატორის პასუხის შემდეგ, იაპონელი მყისვე წყვეტდა ზარს.

კუროსავამ აღიარა, რომ მართლაც რეკავდა გადაუდებელი სამსახურის ნომერზე, თუმცა მოტივები არ დაუკონკრეტებია. მას ბრალი წაუყენეს მაშველების მუშაობისთვის განზრახ ხელის შეშლაში.

გარდა ამისა, გაირკვა, რომ მსგავსი „მდუმარე ზარები“ საგანგებო სამსახურში 2024 წლის იანვრიდან შედიოდა პერიოდულად. ახლა პოლიცია ცდილობს დაადგინოს, დაკავშირებულია თუ არა კუროსავა ამ შემთხვევებთან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები