LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კაცმა ჰელოუინზე ტერორისტის ფორმა ჩაიცვა და წვეულება საკანში დაასრულა

119
crop-24565997

40 წლის ბრიტანელმა მამაკაცმა გადაწყვიტა, რომ ჰელოუინის წვეულებაზე ტერორისტის ფორმაში გამოწყობილიყო და ეს არც თუ ისე სწორი არჩევანი აღმოჩნდა. ამის შესახებ The Sun წერს.

დევიდ ბუტონის კოსტიუმი უკავშირდებოდა ტერაქტს, რომელიც 2017 წელს არიანა გრანდეს კონცერტზე მოხდა. მაშინ 22 ადამიანი გარდაიცვალა, 120-მა კი სერიოზული დაზიანებები მიიღო.

დღესასწაულზე ბუტონმა ტრადიციული არაბული სამოსი ჩაიცვა, ჩანთაზე კი წარწერა დაიტანა – „ბუმ“. შემდეგ ფოტოები სოცქსელში გამოაქვეყნა და პოსტს წარწერაც დაურთო – „ ნაძლევს დავდებ, ჰელოუინის წვეულებიდან გამომაგდებენ“.

ბრიტანელს საქციელი ბევრმა მეგობარმა დაუწუნა, საპასუხოდ მან ისინი იუმორის გრძნობის არ ქონაში დაადანაშაულა. ამასობაში, პოსტი პოლიციამაც ნახა და მომხდარის გამოძიებაც დაიწყო. მამაკაცი დააკავეს და მას ბრალი სიძულვილის ნიადაგზე ჩადენილ დანაშაულში ედება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები