LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კაცმა ქალი გაძარცვა, შემდეგ კი პაემანზე დაპატიჟა

121
7890

აშშ-ში კაცმა ქალი პაემანზე დაპატიჟა მას შემდეგ, რაც მას იარაღი დაადო და გაძარცვა. უჩვეულო ამბავს The Daily Mirror ავრცელებს.

ინდიანაპოლისის მკვიდრი ენდი ბერაუნი სამსახურიდან სახლში დაახლოებით 4 საათისთვის დაბრუნდა. საფოსტო ყუთის შესამოწმებლად გასულ კი უცნობი მამაკაცი მიუახლოვდა. კაცმა ქალს იარაღი დაადო და საფულე წაართვა.

ამის შემდეგ მძარცველმა, როგორც გაირკვა დემიენ ბოისმა, ენდის ჰკითხა ჰყავდა თუ არა ბოიფრენდი. უარყოფითი პასუხის მიღების შემდეგ მან იარაღი შეინახა და ქალს სოციალურ ქსელში დამატება შესთავაზა. ენდიმ ბოისის თხოვნა შეასრულა: „ვიფიქრე, რომ თუკი ისე გავაკეთებდი როგორც ის მთხოვა, წავიდოდა..“

ასეც მოხდა, მძარცველი წავიდა თუმცა ქალს იმავე საღამოს მისწერა და პაემანზე დაპატიჟა.

„ფულს დაგიბრუნებ. ეს გოგოსთან გაცნობის არც თუ ისე კარგი ხერხი იყო, შენ ზედმეტად ლამაზი ხარ იმისთვის, რომ გაგძარცვონ, – წერდა ქურდი.

მიმოწერის პროცესში ქალმა პოლიციას მიმართა და მთელი ინფორმაციაც გადასცა. რამდენიმე დღეში ბოისი დააკავეს, თუმცა სხვა დანაშაულისთვის. მძარცველმა იჩხუბა და ორ ადამიანს ცეცხლი გაუხსნა.

პასუხისგება მას სასამართლოს წინაშე მოუწევს, თანაც არაერთი დანაშაულისთვის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები