LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კაცმა სამსახური დაკარგა, მეორე დღეს კი ლატარიაში მილიონი მოიგო

132
milionwinner

ბრიტანელი მამაკაცი სამსახურიდან გაათავისუფლეს, მეორე დღეს კი მილიონერი გახდა. 61 წლის დევიდ ადამსი სამსახურის დაკარგვიდან 24 საათში ჯეკ–პოტის მფლობელი გახდა. ინგლისელი და მისი მეუღლე აღიარებენ, რომ მაშტაბური მოგების წინ მათ ცხოვრებაში უიღბლობების მთელი ჯაჭვი იყო.

„ბევრი ადამიანი იფიქრებს, რომ სამსახურში შემცირება ყველაზე ცუდი ამბავი იყო, თუმცა არა… მთელი რიგი უიღბლობების შემდეგ ეს უბრალოდ ფინალური წერტილი გახდა“ – უთხრა დევიდმა გამოცემა The Sun–ს.

მამაკაცი იხსენებს, რომ გასულ წელს მისი მეუღლე დაავადდა და სამსახურის დატოვება მოუხდა, რამაც ოჯახის ბიუჯეტს დიდი დარტყმა მიაყენა.

„გასულ წელს შელის გაფანტული სკლეროზის დიაგნოზი დაუსვეს და მას სამსახურის დატოვება მოუხდა. ოჯახის რჩენა და სამედიცინო ხარჯების დაფარვა მარტივი ნამდვილად არ ყოფილა.“

აპრილის თვეში ოჯახს კიდევ ერთი უბედურება დაატყდა თავს, დევიდის ძმა კორონავირუსით გარდაიცვალა.

„მართლაც ძალიან რთული დრო დაგვიდგა, თუმცა ვცდილობდით ოპტიმიზმი არ დაგვეკარგა და ყველა უბედურება ერთად გადაგვეტანა“.

ლატარიაში მოგებამდე 24 საათით ადრე კი ადამსი შემცირებაში მოხვდა და სრულიად უსახსროდ დარჩენა ემუქრებოდა.

„ლატარიაში მაინც თუ გაგვიღიმებდა ბედი, ამას ყველაზე თამამ სიზმრებშიც ვერ წარმოვიდგენდით“.

ლატარიას მამაკაცი ხშირად თამაშობდა და მუდმივად ერთი და იმავე კომბინაციას იყენებდა. მრავალწლიანი მცდელობის შემდეგ კი მას ბედმა გაუღიმა და მილიონი ფუნტი სტერლინგის მფლობელი გახდა.

მოგებული ფულით ოჯახი კანადაში მოგზაურობას და დიდი ხნის უნახავი ნათესავების მონახულებას გეგმავს. ასევე, დევიდს დიდი იმედი აქვს რომ საოცნებო ავტომობილს Nissan Qashqai–საც შეიძენს.

 

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g