საფრანგეთის დედაქალაქში უჩვეულო სასამართლო პროცესი გაიმართა და ის მოიგო კაცმა, რომელსაც სურს, რომ სამსახურში მოსაწყენი იყოს. Daily mail-ის ინფორმაციით, პარიზელმა თავისი უფლებების კანონით დაცვა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც უფროსი კოლეგებთან ერთად დალევას და არაფორმალურ საუბრებში ჩაბმას სთხოვდა.
კომპანია Cubik Partners აცხადებს, რომ თიმბილდინგის მიმართ ძალიან მხიარული მიდგომა აქვს. ორგანიზაციის ხელმძღვანელობა თანამშრომლებს ყველანაირად ხელს უწყობს, სამსახურის შემდეგ დასალევად ერთად რომ იარონ. თუმცა, ერთ-ერთი დასაქმებული რომლის ვინაობაც არ ზუსტდება, ასეთ ღონისძიებებში მონაწილეობას არ იღებდა. კომპანიამ დაკავებულ თანამდებობასთან შეუსაბამობის გამო მისი გათავისუფლება გადაწყვიტა. მამაკაცი დაადანაშაულეს იმაში, რომ ძალიან მოსაწყენი იყო, რაც მასთან მუშაობას შეუძლებელს ხდიდა.
ფრანგმა დამსაქმებელს სასამართლოში უჩივლა და პროცესი მოუგო კიდეც. მოსამართლის აზრით, კაცს ჰქონდა უფლება წვეულებებში მონაწილეობა არ მიეღო. კორპორატიულ საღამოებზე უარის თქმა თანამშრომლის გამოხატვის თავისუფლება იყო, რაც კომპანიამ შეზღუდა, ამიტომ მორალური ზიანის ანაზღაურება მოუწევს.