LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კაცმა თავი ელჩად გამოაცხადა და არარსებული ქვეყნის საელჩოს ჩაუდგა სათავეში

108
ap25204396616206

ინდოეთში დააკავეს მამაკაცი, რომელმაც ქირით აღებულ შენობაში არარსებული ქვეყნის საელჩო გახსნა, ამის შესახებ CNN-ი წერს.

47 წლის ჰარშვარდჰან ჯაინი თავს დიპლომატად ასაღებდა და ადამიანებს უცხოეთში დასაქმებას ჰპირდებოდა. პოლიციის ინფორმაციით, ის გამოგონოლი ქვეყნების – სებორგისა და ვესტარქტიკის – წარმომადგენლად და მრჩევლად „მუშაობდა“.

ჯაინის „საელჩოს“ ტერიტორიაზე აღმოაჩინეს ინდოეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და კიდევ 35 ქვეყნის ყალბი ბეჭდები, ასევე – მსოფლიო ლიდერებთან გადაღებული ფოტოების კოლაჟები, რომლებიც ბუნებრივია, მისი გაკეთებული იყო.

დაკავებისას სამართალდამცველებმა ამოიღეს დიპლომატიური ნომრებით გაფორმებული ავტომობილები და 4,5 მილიონი რუპია (დაახლოებით 52 ათასი აშშ დოლარის ეკვივალენტი).

ჰარშვარდჰან ჯაინს ბრალი წარედგინა თაღლითობაში, დოკუმენტების ფალსიფიკაციაში და ფულის გათეთრებაში – ოფშორული კომპანიების გამოყენებით.
დაკავებულთან ან მის ადვოკატთან დაკავშირება ჟურნალისტებმა ჯერჯერობით ვერ მოახერხეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები