LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კაცმა თიხის ქვევრით სავსე ოქროს მონეტები იპოვა… უცნაურ ვითარებაში დაკარგული ოჯახის ნამდვილი ამბავი

1646
things-15-1

ოჯახი, რომელიც გაჭირვებაში ცხოვრობდა და თავს მოჯამაგირეობით ირჩენდა, ერთ დღეს გაქრა. მეზობლების დიდი ხნის ძებნის შემდეგ კი სოჭში მიაგნეს. ამბავი რამდენიმე წლის წინ მოხდა, თუმცა დაკარგული მეზობელი შემთხვევით, რამდენიმე კვირის წინ ნახეს და რამდენადაც დაუჯერებელი არ უნდა იყოს, ის შავი ზღვის სანაპიროს ერთ-ერთი სასტუმროს და რესტორნის მფლობელია. ისტორია, რომელიც მოჯამაგირეობით დაიწყო და გამდიდრებით დასრულდა არავის ეცოდინებოდა და ღარიბი მეზობლები დაკარგულად ჩაითვლებოდნენ, რომ არა ერთი ფაქტი.

ოჩამჩირის რაიონიდან გელანტია დ. ფსოუს საზღვრის გავლით რუსეთში მიდიოდა. როგორც თავად ყვება, ე.წ. საზღვართან მას ნაცნობი აფხაზი შეხვდა, რომელიც იგივე გზით მიდიოდა სხვა ქვეყანაში. მათ სოჭში ერთ-ერთ სასტუმროში გათენება გადაწყვიტეს და დიდი ხნის უნახავმა ნაცნობებმა იმავე სასტუმროს რესტორანში ივახშმეს. როგორც გელანტია დ. ამბობს, რამდენიმე წუთში დარბაზში შემოვიდა ახალგაზრდა კაცი, რომელიც ძალიან გავდა მის 70 წლის მოხუც მეზობელს და რომელიც დიდი ხნის წინ გაურკვეველ ვითარებაში დაიკარგა.

იმ დროს, როდესაც ეს ოჯახი დაიკარგა, ქართულ-აფხაზური კონფლიქტი მიმდინარეობდა, რომელიც ერთ წელიწადში ქართველების აფხაზეთიდან განდევნით დასრულდა და ამ პერიოდში „უცნაურ“ ვითარებაში დაკარგული ოჯახის ამბავი, მეზობლებმა ჩათვალეს, რომ ისინი აფხაზმა ნათესავებმა წაიყვანეს, ქართველები კი სპეციალურად არ გააფრთხილეს.

რესტორნის დარბაზში შემოსული ახალგაზრდის ამბავით დაინტერესებული გელანტია დ. თქმით, ის მივიდა იმ ახალგაზრდასთან და სუფრასთან მიიპატიჟა. აღმოჩნდა, რომ ის სასტუმროს და რესტორნის მფლობელი, წარმოშობით  ოჩამჩირიდან იყო. უფრო ზუსტად კი ეს იმ 70 წლის ყოფილი მეზობლის შვილიშვილი იყო, რომელიც ერთ ღამეს მოულოდნელად გაქრა, თავის ოჯახთან ერთად.

რამდენიმე ჭიქის დალევის შემდეგ კი ახალგაზრდა ბიჭმა თავისი ბაბუის ისტორია მოყვა და მათი გამდიდრების ამბავიც მიაყოლა. თუმცა აქვე უთქვამს, რომ ეს ბაბუას მონაგონია, ჩვენ ფული ვაჭრობით ვიშოვეთო. მან არ იცოდა მის წინ ბაბუამისის ყოფილი მეზობლები ისხდნენ და მოყვა იმ სოფლის შესახებ, იმ მდინარის და ტყის შესახებ, იმ ხალხის სახელების და ამბების შესახებ, რომლებსაც პირისპირ უყურებდა.

როგორც აღმოჩნდა, დაკარგული ოჯახი არც აფხაზ ნათესავებს წაუყვანიათ და არც არსად გამქრალან. მდინარე ოხურეის ნაპირთან, სადაც „ქუზუს“ ტყე მდებარეობს, რამდენიმე ხის ხიდი იდო. მოჯამაგირეობიდან სახლში 70 წლის კაცი იმ დროს ბრუნდებოდა, როდესაც თითქმის შუა ღამე იყო. ერთ ასეთ ღამეს მას მდინარის პირთან ნათება შეუმჩნევია, რომელიც მთვარის შუქზე უცნაურად ჩანდა. ახალ ნაწვიმარზე აღნიშნული მდინარე უეცრად დიდდებოდა და მასზე გადასვლა თუნდაც ხიდიდან , საშიში იყო, ამიტომ ფრთხილობდა მოხუცი გადასვლას და აკვირდებოდა მდინარის დონეს უეცრად არ მოიმატოსო. წინა დღეებშიც ნაწვიმარი იყო და კალაპოტიც მორყეული ქონია, მდინარის პირას კი კაცმა თიხის ქვევრით სავსე ოქროს მონეტები იპოვა. მარტო ვერ გამკლავებია ქვევრის სიმძიმეს, ამიტომ სახლიდან მეუღლე და შვილები მოიშველია. მთელი ოქრო ამოუზიდავთ ერთ ღამეში და იმ ღამესვე დაუტოვებიათ გლეხური ოდაც და სოფელიც.

გელანტია დ. ამბობს, რომ იმ ახალგაზრდა ბიჭის ბაბუის, ბებიის, მამის და ბიძის სახელები, ასევე მდინარის და ტყის სახელწოდებები ზუსტად დაემთხვა თავისი მეზობლების და სოფლის სახელებს. რაც შეეხება გვარს, მისი ვარაუდით გადაკეთებული უნდა ქონდეთ, ვინაიდან ისეთი გვარი დაუსახელებია ახალგაზრდა მამაკაცს, რომ მსგავსი გვარით იმ სოფელში არასოდეს არავის არ უცხოვრია.

ოქროს მპოვნელი მოხუცი სოჭში გარდაცვლილა. ბიძას და მამამისს უთანხმოების გამო ერთმანეთი დაუკარგავთ. მისი მშობლები მოსკოვში ცხოვრობენ, თვითონ კი ბაბუის ქონების ერთადერთი განმკარგავია.

როგორც გელანტია დ. გვიყვება, ყოფილმა მეზობლებმა დუმილი არჩიეს და ახალგაზრდა მამაკაცს მათი ვინაობა არ გაუმჟღავნეს და სასტუმრო მეორე დილას დატოვეს.

ის ადგილი კი, რომელიც სავარაუდოდ ოქროს მონეტები იპოვეს, გასული საუკუნის დასაწყისში ეკუთვნოდა ერთ მეგრელ აბრაგს, რომელიც თავს და ოჯახს ყაჩაღობით არჩენდა. გელანტიას ვარაუდით, ის ოქროც აბრაგის ნაქურდალ-ნაყაჩაღარის ნაწილია, რომელსაც, როფორც სოფელში ყვებოდნენ, ხშირად მიწაში მარხავდა. მდინარე ოხურეის ის ხიდი, რომელიც ზემოთ ვახსენეთ, იმ აბრაგის ყოფილ კარ-მიდამოზე გადიოდა, რომელიც ბოლო ათწლეულების განმავლობაში არავის არ უცხოვრია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g