LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კაცმა წყლის ქვეშ 74 დღე გაატარა და გინესის რეკორდი მოხსნა

163
4324345

უნივერსიტეტის პროფესორმა მსოფლიო რეკორდი მოხსნა – 74 დღე წყალქვეშ მდებარე სახლში გაატარა. ინფორმაციას ამის შესახებ Metro ავრცელებს.

პროფესორი ჯოზეფ დიტური ექსპერიმენტის სახით 2023 წლის მარტში „წყალქვეშა რეზიდენციაში“ დასახლდა. მისი რეზიდენცია ფლორიდაში, ლაგუნის სიღრმეში, წყლის ზედაპირიდან 9 მეტრის დაშორებით მდებარეობს.

74 დღე უკვე გავიდა და გინესის რეკორდიც დაფიქსირდა, თუმცა ჯოზეფი ექსპერიმენტის გაგრძელებას აპირებს და გეგმავს, რომ წყალქვეშ 100 დღე შეასრულოს. მისი მისია, რომელსაც სახელად „პროექტი ნეპტუნი 100“ უწოდეს, 9 ივნისს უნდა დასრულდეს.

განსხვავებით წყალქვეშა ნავებისგან, „წყალქვეშა რეზიდენციაში“ არ გამოიყენება ტექნოლოგია, რომელიც გაზრდილ წნევასთან ადაპტაციას უწყობს ხელს. წინა რეკორდი ამავე ადგილას ორმა ამერიკელმა პროფესორმა 2014 წელს დაამყარა. წყლის ქვეშ მათ 73 დღე, 2 საათი და 34 წუთი გაატარეს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები