LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კაცს, რომელიც სექსუალურ ლტოლვას ნივთების მიმართ განიცდის, ბუშტები შეუყვარდა

131
Capture

ინდოელ ააკაშ მანჯუმდარს ბუშტებთან აქვს რომანტიკული ურთიერთობა. ამის შესახებ ინფორმაციას New York Post ავრცელებს.

28 წლის მამაკაცი ამტკიცებს, რომ უსულო ნივთების მიმართ განსაკუთრებულ მიზიდულობას განიცდის. 2021 წელს მას ბუშტები შეუყვარდა და მას შემდეგ მათ არც დაშორებულა. ააკაშის თქმით, „შეყვარებულს“ ის ტელეპათიის დახმარებით ეკონტაქტება. „ყოველ დილით ვიღვიძებ და ვამბობ „დილა მშვიდობისა“, შემდეგ ვკოცნი ჩემს ბურთებს და ისინიც შესაბამისად მპასუხობენ“, – ამბობს ინდოელი.

მამაკაცი სახლიდან ბუშტების გარეშე არასდროს გადის, ის ხშირად სეირნობს მათთან ერთად და მაღაზიებსაც სტუმრობს. ააკაში აღნიშნავს, რომ ბუშტები ძალიან სუსტები არიან, ამიტომ მათ განსაკუთრებით უფრთხილდება.

საინტერესოა, რომ ადამიანები რომლებიც ნივთების მიმართ განიცდიან ლტოლვას ძალიან ბევრნი არიან. ყველაზე ცნობილი შემთხვევებია, როცა მაგალითად შვედი ეკლოფ მეიერი ბერლინის კედელზე დაქორწინდა, ამერიკელი ერიკ ლაბრი კი ეიფელის კოშკზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები