LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კაცს სახლში 113 ცხოველი ჰყავდა, მათ შორის კატები, ძაღლები, ალიგატორები, ხვლიკები და ენოტიც კი

118
download

ამერიკაში, მილოუკის მკვიდრი ციხეში აღმოჩნდა მას შემდეგ რაც პოლიციამ მის სახლში 113 ცხოველი იპოვა, მათ შორის საკმაოდ ეგზოტიკური სახეობები. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა Milwaukee Journal Sentinel ავრცელებს.

პოლიციამ 46 წლის ლარი დის სახლი მას შემდეგ შეამოწმა, რაც ცხოველებთან სასტიკი მოპყრობის გამო მამაკაცს მეზობლებმა უჩივლეს. ადგილზე მისულ სამართალდამცავებს ანტისანიტარიაში მყოფი უამრავი ცხოველი დახვდათ. ჩამორთმეულ სახეობებს შორის იყო – 23 ცალი სხვადასხვა სახეობის ფრინველი, 4 კატა, 25 ძაღლი, თხა, 4 შინშილა, თხუნელა, 8 ზღვის გოჭი, 6 კურდღელი, 7 ზღარბი, 5 ზაზუნა, 2 ნიანგი, 6 ხვლიკი, ენოტი, 14 თაგვი, 2 გველი და 3 კუ.

ცხოველები მართლაც არანორმალურ პირობებში იმყოფებოდნენ, ვოლიერებში არ ჰქონდათ წყალი და საკვები.

ცხოველთა მფლობელი 12 კანონდარღვევაში დაადანაშაულეს. მათ შორის ყველაზე მთავარი ცხოველებთან სასტიკი მოპყრობაა.

პროკურორთა განცხადებით, ისინი იტოვებენ უფლებას დაამატონ სხვა ბრალდებებიც, თუკი ამის საფუძველი გაჩნდება.

დაკავებულმა დანაშაული აღიარა. თუკი სასამართლო მის დანაშაულს დაადასტურებს, მას 16 წლიანი პატიმრობა და საკმაოდ სოლიდური ჯარიმის 120 ათასი დოლარის გადახდა მოუწევს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები