LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“კადილაკი“ მძღოლის სურვილებს გაითვალისწინებს

102

ამერიკული ბრენდი ახალი თაობის მულტიმედიურ პროექტს ამზადებს და მისი პრეზენტაცია 2017 წელს სედან CTS-თან ერთად გაიმართება. პროექტის მთავარი მახასიათებელი კი სხვადასხვა პროფილების შექმნა იქნება, რაც ავტომობილს მძღოლის მიერ გაკეთებული ამა თუ იმ არჩევანის დამახსოვრებაში გამოიხატება.

თავის პროფილში „კადილაკის“ მფლობელებს საშუალება ექნებათ, რომ საყვარელი რადიოსადგურების სია, ხშირად შესრულებული მარშრუტები თუ სხვა ინფორმაცია შეინახონ და რაც ყველაზე საინტერესოა, თუკი ავტომობილის მოდელს გამოცვლიან, არსებული პროფილის გადატანასაც შეძლებენ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები