რეალითი შოუს ვარსკვლავი და ბიზნესვუმენი, კაილი ჯენერი გამოცემა Vanity Fair-ის ახალი ნომრის მთავარი გმირია.
28 წლის ვარსკვლავი ფოტოსესიაში შავი ბიუსტჰალტერითა და ხაკისფერი შარვლით პოზირებს. ინტერვიუში კაილიმ სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრა. ვარსკვლავმა აღნიშნა, რომ მომავალში კიდევ სურს შვილების ყოლა, თუმცა ამ ეტაპზე საკუთარ ცხოვრებაზე, ბიზნესსა და პირად განვითარებაზეა კონცენტრირებული.
„შესაძლოა მომავალში კიდევ მყავდეს შვილები, მაგრამ ამ ეტაპზე საკუთარ თავზე მინდა ფოკუსირება“, – ამბობს ვარსკვლავი.
„მიყვარხარ, შენს გარეშე ამას ვერ შევძლებდი“ – ტიმოთი შალამეს ჯილდო და პირველი საჯარო აღიარება
ცნობისთვის, ჯენერს წინა ურთიერთობიდან ორი შვილი ჰყავს. ის ამჟამად მსახიობ, ტიმოთი შალამეს ხვდება და წყაროს ცნობით, მათი ურთიერთობა საკმაოდ სერიოზულია და შესაძლოა მალე ოფიციალური სახეც მიიღოს.
ტიმოთი შალამე და კაილი ჯენერი „თითქმის დაქორწინებულები“ არიან – მედიაში უახლესი დეტალები ვრცელდება
