LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კაილი მინოუგი სექსუალურ სანტას ფორმაში – 37 წლის შემდეგ პირველად, პოპვარსკვლავი საშობაო ჩარტების ლიდერია

154
კაილი მინოუგი

ავსტრალიელმა პოპ-დივამ კაილი მინოუგმა, შობის წინ გულშემატკივრებს განსაკუთრებული სიურპრიზი მოუმზადა. სექსუალურ სანტას კოსტიუმში გამოწყობილი მომღერალი სოციალურ ქსელში გამოჩნდა მას შემდეგ, რაც 37-წლიანი კარიერის განმავლობაში პირველად გახდა ბრიტანეთის საშობაო ჩარტის ნომერ პირველი შემსრულებელი.

57 წლის კაილი „ინსტაგრამზე“ გამოქვეყნებულ ვიდეოში წითელ ხავერდის მინი-კოსტიუმში გამოწყობილი, შავი ქამრითა და მაღალყელიანი ჩექმებით ჩნდება. სწორედ ეს ლუქი გვხვდება მის ახალ კლიპშიც, XMAS. „მხიარულ შობას გისურვებთ ყველას! უამრავ სიყვარულს გიგზავნით“ – ამბობს მომღერალი ვიდეოში, ნაძვის ხესა და თოვლის დეკორაციებში.

ფოტო/ვიდეო: „კაბა სველი ეფექტით“ – 56 წლის კაილი მინოუგის თვალწარმტაცი გამოჩენა

კაილიმ საშობაო ჩარტის ლიდერობა სწორედ სიმღერით XMAS მოიპოვა. ეს მისი მერვე ნომერ პირველი სინგლია, თუმცა შობის ჩარტში, პირველი. მანამდე, 1987 წელს, კაილი ბრიტანეთის ჩარტების სათავეში მოექცა ჰიტით I Should Be So Lucky.

წლევანდელ შობის ჩარტში მეორე ადგილზე გავიდა Wham!-ის ლეგენდარული Last Christmas, ხოლო მესამე პოზიცია დაიკავა Mariah Carey-ის ჰიტმა All I Want For Christmas Is You.

კაილის გამარჯვება განსაკუთრებით სიმბოლურია: „ძნელია სიტყვებით გადმოცემა, რას ნიშნავს ჩემთვის ეს მომენტი. შობის ნომერ პირველი სიმღერა, მართლაც ყველაზე ლამაზი საჩუქარია“ – განაცხადა კაილიმ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები