LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კახა კალაძე: „აბა, გაბედეთ ევროპაში ან ამერიკაში პოლიციელს ვინმე დაელაპარაკოს ისე, როგორც აქციის ზოგიერთი მონაწილე, ნახეთ, რას უზამენ, ძვლებში დაამტვრევენ – არ იფიქროთ, რომ დღეს შევარდნაძის დროინდელი ხელისუფლებაა“

159
კახა კალაძე (1)

„აბა, გაბედეთ ევროპის ნებისმიერ ქვეყანაში ან ამერიკაში პოლიციელს ვინმე დაელაპარაკოს ისე, როგორც გუშინ ზოგიერთი აქციის მონაწილე, ნახეთ, რას უზამენ, ძვლებში დაამტვრევენ – არ იფიქროთ, რომ დღეს არის, ბოდიში და შევარდნაძის დროინდელი ხელისუფლება. დღეს, საქართველოს ჰყავს ხელისუფლება, რომელიც იცავს კანონს“, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც 28 ნოემბრის აქციის დაშლაზე დასმულ შეკითხვას უპასუხა.

როგორც თბილისის მერმა აღნიშნა, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები იცავენ წესრიგს და უზრუნველყოფენ ადამიანების უსაფრთხოებას.

„არავის არ აქვს უფლება, რომ პოლიციელს, რომელიც საზოგადოებრივ წესრიგს იცავს, მივიდეს, შეაგინოს, შეაფურთხოს, ბოთლები და ქვები ესროლოს, არავის არ აქვს ამის უფლება. ამას ყოველთვის შესაბამისი რეაგირება მოჰყვება.

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა სამართალდამცველების მხრიდან აქციის მონაწილეების და მედიასაშუალების წარმომადგენლების მიმართ ძალადობით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტებზე გამოძიება დაიწყო

აბა, გაბედეთ ევროპის ნებისმიერ ქვეყანაში, ან ამერიკაში პოლიციელს ვინმე დაელაპარაკოს ისე, როგორც გუშინ ზოგიერთი აქციის მონაწილე, ნახეთ რას უზამენ, ძვლებში დაამტვრევენ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

„აქვს სახის ძვლების მოტეხილობა, ასევე კისრის მე-7 მალის რკალის მოტეხილობა“ – როგორია აქციაზე დაშავებული ჟურნალისტის, გურამ როგავას ჯანმრთელობის მდგომარეობა

ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტი, გურამ როგავა, რომელსაც გუშინ, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე, სპეცრაზმელი ფიზიკურად გაუსწორდა, მკურნალობას კლინიკაში განაგრძობს.

ამასთან პოლიციის მიერ ნაცემი ჟურნალისტების შესახებ დასმულ შეკითხვას, კალაძემ ასე უპასუხა: „ჟურნალისტი არ ნიშნავს იმას, რომ ყველაფერი იკადრო და ვიღაცებს მიაყენოთ შეურაცხყოფა“.

გარდა ამისა, თბილისის მერმა „სისულელე“ უწოდა გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმად, წყლის ჭავლში, რომელიც შსს-მ მომიტინგეთა დასარბევად გამოიყენა, სავარაუდოდ გარეული იყო ქიმიური საშუალებები.

ომბუდსმენი – რწმუნებულებმა მოინახულეს 11 პირი, რომელთაგან 9 იყო დაკავებული, 2-თან გასაუბრება ვერ მოხერხდა, მრავლობითი დაზიანებების გამო – გამოვლინდა სავარაუდო არასათანადო მოპყრობის 9 შემთხვევა, საიდანაც 3 ეხება ჟურნალისტებს

„რეებს იგონებთ, რა ქიმიური, რაღაც სისულელეებს ნუ ლაპარაკობთ ხოლმე, ერთი წუთი, რა. აქციის ჩატარება, სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება ამ ქვეყანაში დაცულია.

ყველას აქვს იმის უფლება, რომ მისი პროტესტი სხვადასხვა ფორმით გამოხატოს, მაგრამ ეს უნდა იყოს კანონის ფარგლებში. ვინც არ უნდა იყოს, ჟურნალისტი იქნება, ბიზნესმენი იქნება, თუნდაც პოლიტიკოსი გასცდება კანონის ჩარჩოებს ამას ყოველთვის მოჰყვება შესაბამისი რეაგირება.

მშვიდობიან პროტესტს არ აქვს არანაირი პრობლემა, მაგრამ როგორც კი ჩნდებიან ადამიანები, ვინც შეურაცხყოფას აყენებენ პოლიციას, აგინებენ, ესვრიან ბოთლს, ქვებს. თქვენ როგორ ფიქრობთ?ეს დარჩება რეაგირების გარეშე?

პრეზიდენტი: „რუსეთის ხელისუფლება, რუსული მეთოდები… საქართველოში უსაფრთხო ადგილი არ არის: ეკლესიის ეზო ან აფთიაქი, რობოკოპები საპროტესტო აქციის მონაწილეებს ყველგან მისდევენ, რომ სცემონ და დააპატიმრონ“

ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება არის დაცული და ასევე, რა თქმა უნდა, ამას აქვს თავის ჩარჩოები, არსებობს კანონი, როგორც კი გავცდებით ამას ყველაფერს მოჰყვება შესაბამისი რეაგირება“. – განაცხადა კახა კალაძემ.

რეპლიკაზე, რომ სპეცრაზმელები აქციაზე ჟურნალისტების სახელებსა დაგვარებს პირდაპირ ასახელებდნენ, კალაძემ სარკაზმით იკითხა: „რუსულად, თუ ქართულად?“ კიდევ კარგი, კიდევ კარგი [ქართულად] ისე მაგარია, რუსულიც თუ იცით? შეიძლება ინგლისურადაც“, – უპასუხა კალაძემ ჟურნალისტს.

მისი თქმით, არსებობს კადრები, სადაც ასახულია,რომ პოლიციას შეურაცხყოფას აყენებენ. როგორც კალაძემ აღნიშნა, „გამოხატვის თავისუფლება არ ნიშნავს იმას, რომ პოლიციელს მიაყენო შეურაცხყოფა“:

„20-ზე მეტ ჟურნალისტსა და ოპერატორს ნიღბიანი სპეცრაზმელები და პოლიციელები მიზანმიმართულად გაუსწორდნენ“ – მედიაომბუდსმენი შსს-ს მოუწოდებს, შეწყვიტოს აქციის მონაწილეებსა და მედიაზე თავდასხმა

„ამის უამრავი კადრი არსებობს. რა თქმა უნდა, ამას რეაგირება ყოველთვის მოჰყვება და პასუხის გაუცემელი არცერთი გადაცდომა არ დარჩება. თქვენ არ იფიქროთ, რომ დღეს არის, ბოდიში და შევარდნაძის დროინდელი ხელისუფლება.

დღეს, საქართველოს ჰყავს ხელისუფლება, რომელიც იცავს კანონს, ადამიანის უფლებებს, სიტყვის და გამოხატვის თავისუფლებას, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ პოლიციელს გადაუარო, შეურაცხყოფა მიაყენო აგინო, ბოთლები, ქვები ესროლო. არ გამოვა ასე, მეგობრებო. ყველაფერს აქვს საზღვარი“. – განაცხადა კახა კალაძემ.

შეგახენებთ, რომ გუშინ, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე 43 პირი დააკავეს. შსს-ის ცნობით, დაშავდა 32 სამართალდამცავი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g