გაზისა და ელექტროენერგიის საკითხზე მოლაპარაკებები ირანთან უახლოეს დღებში დაიწყება. ამის შესახებ ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ განაცხადა.
”ირანი არის ძალიან საინტერესო ქვეყანა. ის მდიდარია თავისი ენერგორესურსებით, ამიტომ ჩვენი ქვეყნის გეოპოლიტიკური ადგილმდებარეობიდან გამომდინარე მისი რესურსები აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ,” – განაცხადა კალაძემ.
ირანს მსოფლიოში უდიდესი ბუნებრივი გაზის მარაგი აქვს, ამას გარდა, ის მეოთხე ადგილზეა უმსხვილესი ნავთობის რეზერვების მქონე ტოპ-ქვეყნების სიაში. ირანულიენერგეტი მედიის ცნობით, ქვეყნის გაზის მარაგი დაახლოებით 34 ტრილიონი კუბური მეტრია, რაც მსოფლიოს გაზის მარაგის დაახლოებით 18%-ია.
