გლდანის მაჟორიტარი დეპუტატი კონსტანტინე ზარნაძე სოციალურ ქსელში თბილისის მერ კახა კალაძესთან ურთიერთობის შესახებ პოსტს აქვეყნებს.
როგორც ზარნაძე აღნიშნავს, კალაძე გვერდში დაუდგა, მაშინ როდესაც ყველაზე მეტად სჭირდებოდა.
მისივე თქმით, კალაძის ხელით იმდენ სიკეთეს აკეთებს, რამდენიც არც ერთ ადამიანს არ დაესიზმრება.
“კახა კალაძე იყო ადამიანი, რომელიც მართლა დამიდგა გვერდით, მაშინ როცა თანადგომა ყველაზე მეტად მჭირდებოდა, მაშინ როცა ყველაზე მეტად მიჭირდა! არც კი ვიცნობდი ამას ისე აკეთებდა!
ახლაც გვერდით მიდგას, ოღონდ არა პირადი საჭიროებებისთვის. დღეს, მე სწორედ კახა კალაძის ხელით ვაკეთებ იმდენ სიკეთეს, რამდენიც არც ერთ იმ ადამიანს არ დაესიზმრება, რომლებმაც ბოლო დღეების განმავლობაში შუბლის ძარღვი გაიწყვიტეს და პატარა, უცოდველ ბავშვს უშვერი სიტყვებით ლანძღავენ!”, – წერს ზარნაძე.
შეგახსენებთ, 13 ოქტომბერს ვაკის პარკის შადრევანში სამი ბავშვი ბურთის ამოსატანად ჩავიდა, რა დროსაც მათ დენმა დაარტყა.
ბავშვები კლინიკაში სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა. მათგან ერთ-ერთი, 13 წლის მარიტა მეფარიშვილი კლინიკაში გარდაიცვალა.
ამავე თემაზე:
ვიდეო: “მარიტა აუზში ჩავიდა, ხელი მოკიდა და შეგნებულად გადაარჩინა ლაზარე…” – კონსტანტინე ზარნაძე
ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე დაკავებულ 9 პირს ბრალდება წარუდგინეს
პროკურატურა ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე კადრებს ასაჯაროვებს