მე ხალხს მინდა, ვუთხრა, არანაირი პრობლემა არ არის, თუ დაგვასანქცირებენ , – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.
როგორც კალაძე აღნიშნავს, საქართველოს ხელისუფლება არაფერს აკეთებს და არაფერი გაუკეთებია იმისთვის, რომ სანქციები დაადონ.
„იმაზე დიდი სანქცია რა არის, ადამიანს ყველანაირი სასამართლო მოგებული აქვს და პოლიტიკური მოტივით ექცევიან უსამართლოდ – არ უბრუნებენ მის თანხებს.
მცდელობა აქვთ, რომ ხალხი დაზაფრონ. მე ხალხს მინდა, ვუთხრა, არანაირი პრობლემა არ არის, თუ დაგვასანქცირებენ. ჯერ წარმოუდგენელია, რატომ უნდა დაგვასანქცირონ? რას აკეთებს საქართველოს ხელისუფლება ან რა გააკეთა, რომ სანქციების ქვეშ მოვექცეთ, წარმოუდგენელია. ვაკეთებთ ორად ორ რამეს – ვიცავთ ჩვენს ქვეყანას, ქვეყანაში არ გავხსენით მეორე ფრონტი და არ შევუერთდით სანქციებს და ამის გამო თუ ვინმეს სურვილი აქვს, რომ მოგვექცეს უსამართლოდ და დაგვსაჯოს, კი ბატონო.
ზოგადად, დემოკრატიულობისა და ევროპელობის ლოგიკას თავადვე ეწინააღმდეგებიან ამ აბსურდული განცხადებებით, თორემ როგორ შეიძლება ანტიდემოკრატიული იყოს გამჭვირვალობის კანონი”, – განაცხადა კალაძემ.