LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კახა კალაძე ლეგენდების მატჩში ითამაშებს: ლივერპული-მილანი მეორდება

469017_603998962953124_2087718709_o

23 მარტს ლეგენდების მატჩი გაიმართება, რომელშიც „ლივერპული“ „მილანს“ შეხვდება. სასიხარულოა, რომ ამ თამაშში მონაწილეობას მიიღებს იტალიური გრანდის ყოფილი ფეხბურთელი და ამჟამად თბილისის მერი კახა კალაძეც. სამარტო მატჩი საკუთარ ტვიტერზე „ლივერპულის“ ყოფილმა ლეგენდამ ჯონ ოლდრიჯმა (141 მატჩი, 90 გოლი) დაანონსა.

ოლდრიჯმა გუნდების შემადგენლობებიც მიუთითა, რომელიც ამ ეტაპზე ასე გამოიყურება:

მილანი

კახა კალაძე, პაოლო მალდინი, ალესანდრო ნესტა, ანდრეა პირლო, რუი კოშტა, დიდა, კრისტიან აბიატი, ვალერიო ფიორი, მარკო სტორარი, მასიმო ამბროზინი, დანიელე ბონერა, მარკო ბორიელო, კაფუ, ანჯელო კარბონე, ალესანდრო კოსტაკურტა, ჯუზეპე ფავალი, ჯენარო გატუზო, ალბერტო ჯილარდინო, რიკარდო კაკა, მარეკ იანკულოვსკი, ფილიპო ინძაგი, მასიმო ოდო, ჯუზეპე პანკარო, , სერჟინიო, დარიო შიმიჩი, იაპ სტამი.

ლივერპული

ირჟი დუდეკი, სენდერ ვესტერველდი, ლუის გარსია, სტივ მაკმანამანი, ვლადიმირ შმიცერი, ჯიბრილ სისე, რობი ფაულერი, დანიელ აგერი, ჯეიმი კარაგერი, სამი ჰიიპია, გლენ ჯონსონი, ალან კენედი, ბიორნ ტორ კიარმი, ჯეისონ მაკატიერი, ჯიმი ტრაორე, პატრიკ ბერგერი, სალიფ დიაო, ჯონ ოლდრიჯი, დირკ კუიტი, მაიკლ ოუენი, იან რაში.

 

 

ინგლისური გრანდისთვის ლეგენდების მატჩები უცხო არ არის. „ლივერპული“ ყოველი წლის მარტში თამაშობს ასეთ მატჩებს, ბოლოს მადრიდის „რეალსა“ და მიუნხენის „ბაიერნს“ ეთამაშა.

რაც შეეხება „ლივერპული“-„მილანის“ დაპირისპირებას, თითქმის ამ შემადგენლობით ეს გუნდები ზედიზედ ორჯერ შეხვდნენ ჩემპიონთა ლიგის ფინალში და თითო გამარჯვება გაცვალეს. ჯერ იყო და 2005 წლის სტამბოლის დაუვიწყარ ფინალში „ლივერპულმა“ 0:3-დან მოუბრუნა ძლიერ „მილანს“ და პენალტების სერიაში აჯობა, 2007-ში კი ათენის ფინალი „მილანმა“ 2:1 მოიგო.

ლეგენდების მატჩში მონაწილეობა კი უცხო არ არის კახა კალაძესთვის. ბოლოს კახამ მილანში ანდრეა პირლოს გაცილების მატჩში ითამაშა. სულ რომ არაფერი, სუპერფეხბურთელები კახამ თბილისშიც ჩამოიყვანა (2013 წლის 31 მაისი) თავის გაცილების მატჩში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები