LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კახა კალაძე: მეტრო “ვარკეთილის” ტენდერში გამარჯვებული კომპანია “შავ სიაში” არ ყოფილა

109

დედაქალაქის მერი კახა კალაძე პირობას დებს, რომ თბილისში, მეტროსადგურ “ვარკეთილში” მომხდარ ინციდენტს მკაცრი რეაგირება მოჰყვება. როგორც მან გადაცემაში “რეაქცია” განაცხადა, მომხდარი ფაქტის შემდეგ, 6 მეტროსადგურში სამუშაოები შეჩერდა. რაც შეეხება მეტრო “ვარკეთილის” ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას,კალაძის თქმით, კომპანია  “შავ სიაში” არ ყოფილა.

“განცხადებები, რომელიც თქვენს ეთერში გაკეთდა ოპონენტების მხრიდან, თითქოს ეს კომპანია იყო “შავ სიაში” და მაინც მიიღო მონაწილეობა, ტყუილია! ის, რომ კომპანია 2015 წელს “შავ სიაში” იყო, ოპონენტებს ვეთანხმები. მაგრამ მას გაუვიდა ერთწლიანი დისკვალიფიკაციის ვადა და როდესაც ტენდერში მიიღეს მონაწილეობა გამარჯვებული კომპანია “ყვარელელმშენი” არ იყო “შავ სიაში”. კომპანიას ხელს არ ვაფარებ და მას თავისი მოეკითხება, გამოძიება ყველაფერს დაადგენს. “შავ სიაში” რომ ყოფილიყო ფიზიკურად ვერ მოახერხებდა მონაწილეობის მიღებას. კომპიუტერი არ მისცემდა შესაძლებლობას, რომ ამ კომპანიას მონაწილეობა მიეღო”, – განაცხადა კახა კალაძემ. 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g