LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კახა კალაძე მზია ამაღლობელზე: „შეცდომა შეიძლება ნებისმიერმა ადამიანმა დაუშვას, გამოსულიყო და ეთქვა: „შეცდომა დავუშვი და მაპატიეთ“… პოლიციელზე თავდასხმა და ხელის დარტყმა კატეგორიულად მიუღებელია“

212
კახა კალაძე

„მინდა მზია ამაღლობელს და ნებისმიერ პატიმარს ჯანმრთელობა ვუსურვო. ერთი მარტივი შეკითხვა მაქვს, რის გამოა დაკავებული მზია ამაღლობელი? პოლიციელზე თავდასხმა, ხელის დარტყმა კატეგორიულად მიუღებელია“, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მედიასაშუალებების „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელსა და დირექტორზე, მზია ამაღლობელზე საუბრის დროს ჟურნალისტებთან განაცხადა.

კახა კალაძის თქმით, „მზია ამაღლობელმა დანაშაული ჩაიდინა“.

„ადამიანები ვართ, ხომ? შეცდომა შეიძლება მოუვიდეს ყველას, შეცდომა შეიძლება დაუშვას ნებისმიერმა ადამიანმა, ადამიანები ვართ და ყველას მოგვსვლია შეცდომა. ადამიანმა ჩაიდინა დანაშაული, ხომ დანაშაულია როცა პოლიციელს ხელს ურტყამ? არ მახსოვს, არ მომისმენია და, დარწმუნებული ვარ, არავის მოუსმენია, თუნდაც სინანული. გამოსულიყო და ეთქვა ადამიანურად: „შეცდომა დავუშვი და მაპატიეთ“. მოგისმენიათ ეს?

ირაკლი დგებუაძე არის ღირსეული პოლიციელი. მინდა მადლობა გადავუხადო შსს-ს თითოეულ თანამშრომელს, ვინც იცავს სახელმწიფოებრიობას, ვინც იცავს წესრიგს ქვეყანაში და არავის მიეცემა იმის უფლება და შესაძლებლობა, რომ მოაწყოს არეულობა, რომელიც გარედან იმართება.

როცა ალეკო ელისაშვილი ლაჩრულად მიეპარა მამუკა მდინარაძეს და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, არ მახსოვს რომელიმე ჟურნალისტისგან, პოლიტიკოსებიდან ვინმე გამოსულიყო და ეს დაეგმო. თქვენ ხართ ფარისევლები. თქვენ არც ამ ქალბატონის ბედი არ გაღელვებთ და არ გაინტერესებთ, იმიტომ, რომ ფაშისტები და რადიკალები ხართ“, – თქვა კახა კალაძემ.

„როცა პოლიციელს სილას აწნავ, ამით სილას აწნავ სახელმწიფოს, თავი დაანებონ თითის ქნევას, კეთილი ინებონ, თქვან, თვითონ როგორ რეაგირებენ საკუთარ ქვეყნებში ასეთ ქმედებებზე“ – არჩილ გორდულაძე ევროკავშირის წარმომადგენლობისა და ელჩების განცხადებებზე

ცნობისათვის, მედიასაშუალებების „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და დირექტორი, ჟურნალისტი მზია ამაღლობელი, რომელსაც 14 იანვარს პატიმრობა შეუფარდეს, პროტესტის ნიშნად უკვე მე-18 დღეა შიმშილობს.

მზია ამაღლობელს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით აქვს წაყენებული, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. მზია ამაღლობელი, ბათუმში, პოლიციის მთავარ სამმართველოსთან აქციის დროს თავდაპირველად ადმინისტრაციული წესით დააკავეს, დაახლოებით ორ საათში გამოუშვეს. გათავისუფლებიდან რამდენიმე წუთში კი, ის სამმართველოსთან კვლავ დააკავეს.

ფოტო სლაიდზე: ინტერპრესნიუსი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g