LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კახა კალაძე: „პრეზიდენტის მხრიდან პატრიარქზე თავდასხმა გამაოგნებელია“

179
კალაძე და სალომე

„მიზანმიმართული თავდასხმები პატრიარქზე და ჩვენს ეკლესიაზე არ არის პირველი შემთხვევა, თუმცა, პრეზიდენტის მხრიდან მსგავსი განცხადებები ნამდვილად გამაოგნებელია“, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

თბილისის მერმა ჟურნალისტებთან საუბრისას ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს საპატრიარქოსა და „ქართული ოცნების“ ლიდერების მხრიდან პრეზიდენტის საპასუხოდ გაკეთებული განცხადებები თავდასხმა კი არ არის, არამედ თავად სალომე ზურაბიშვილის მიერ გაკეთებული განცხადებებია გამაოგნებელი.

„რა იყო ის, რაც არ უკადრია დღემდე?  – ეს იყო პატრიარქის მიმართ მძიმე შეურაცხყოფა, თავდასხმა ეკლესიაზე, პატრიარქზე და დღეს ესეც მოახერხა” – მდინარაძე ზურაბიშვილზე

„პრეზიდენტის გამაოგნებელი განცხადების შეფასებას საპატრიარქოს მხრიდან თქვენ თავდასხმად აღიქვამთ? საოცარია. ნამდვილად გამაოგნებელი იყო პრეზიდენტის განცხადების პათოსი, პატრიარქზე თავდასხმა.

პატრიარქი გახლავთ ადამიანი, რომელიც ყველაზე დიდი სიყვარულითა და ავტორიტეტით სარგებლობს ქვეყანაში. მან წლების განმავლობაში ძალიან ბევრი რამ გააკეთა ქართული ეკლესიისთვის. მიზანმიმართული თავდასხმები მასზე, ეკლესიაზე, ჩვენს სარწმუნოებაზე – არ არის პირველი შემთხვევა.

ჩვენ ამას წლების განმავლობაში ვისმენდით სხვადასხვა კონკრეტული პოლიტიკური პარტიის, არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან. თუმცა, პრეზიდენტის მხრიდან მსგავსი განცხადებები ნამდვილად გამაოგნებელია“. – განაცხადა კახა კალაძემ.

ანდრია ჯაღმაიძე: „პრეზიდენტის განცხადება ეთიკას მოკლებულია, ეს ეკლესიის საქმეებში უხეში ჩარევაა“

ინფორმაციისთვის, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს Chatham House-ში საქართველოს ეკლესიაში შესაძლო პრობლემებთან დაკავშირებით კითხვა დაუსვეს, რაზედაც მან უპასუხა, რომ იმედი აქვს, ეკლესია პროდასავლურ რიტორიკას გაჰყვება.

ზურაბიშვილმა ასევე თქვა, რომ იმედოვნებს, ქართული ეკლესია შეძლებს პროქართველი და პროევროპელი პატრიარქის არჩევას და არა პრორუსის.

„ძალიან კომპლექსური ვითარებაა ეკლესიასთან დაკავშირებით. ამის მიზეზი დიდწილად დღევანდელი სისუსტეა პატრიარქის, რომელმაც ამ ეკლესიის გზა ძალიან მტკიცედ შეინარჩუნა. ვფიქრობ, რომ მართლმადიდებლურმა ეკლესია აქ, ისევე როგორც, ნებისმიერ სხვა მართლმადიდებლურ ქვეყანაში, ძალიან ახლოსაა ხელისუფლებასთან იმ მხრივ, რომ მიდრეკილია მიყვეს აქცენტებისა და ნიუანსების ცვლილებებს.

ასე რომ, იმედი მაქვს, ეკლესია ამ შემთხვევაში, ასევე, გაჰყვება პროდასავლურ რიტორიკას. იქიდან გამომდინარე, რომ ოპტიმისტი ვარ და დარწმუნებული ვარ საქართველოს გამძლეობაში, ასევე, იმედი მაქვს, რომ ქართული ეკლესია, ასევე, შეძლებს პროქართველი და პროევროპელი პატრიარქის არჩევას და არა პრორუსის”. – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები