LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კახა კალაძე: „ქვეყანაში ადამიანის უფლებები ისეა დაცული, როგორც არასდროს, ბიზნესი ისეთი თავისუფალია, როგორც არასდროს“

107
კახა კალაძე

„ჩატარდა თავისუფალი, დემოკრატიული არჩევნები, რომელიც აღიარა ეუთო/ოდირმა, ქართველმა ხალხმა. აღიარა ორგანიზაციამ, რომელიც არჩევნებს აკვირდებოდა. ქვეყანაში ადამიანის უფლებები ისე არის დაცული, როგორც არასდროს“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრის დროს განაცხადა.

კახა კალაძის თქმით, დღეს ნებისმიერ ადამიანს შეუძლია გამოხატოს თავისი პოლიტიკური მოსაზრება სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით და ამისთვის არ იდევნებიან.

„დღეს ბიზნესი არის ისეთი თავისუფალი, როგორც არასდროს. შესაბამისად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ შედარებაც კი არ შეიძლება იმ პერიოდთან, როდესაც ოჯახებს აუბედურებდნენ, პირდაპირ კლავდნენ, აწამებდნენ, ართმევდნენ და ბიზნესს „აჩმორებდნენ“, სხვათა შორის, ამას „დემოკრატიის შუქურას“ უწოდებდნენ. დღეს რადიკალურად განსხვავებული სიტუაცია გვაქვს-საქართველოს ხელისუფლება ზედმიწევნით ასრულებს ასოცირების ხელშეკრულებას. ყველა იმ ქვეყანასთან შედარებით, ვისაც თუნდაც ჩვენზე ადრე მისცეს კანდიდატის სტატუსი, გაუხსნეს მოლაპარაკებები, ყველანაირი თვალსაზრისით გაცილებით წინ ვართ, თუმცა ზოგიერთი გაზულუქებული, კორუმპირებული ევროპელი ბიუროკრატების გაკეთებული განცხადებები, გადადგმული ნაბიჯები ცდება იმ რეალობას, რაც ქვეყანაში გვაქვს“, – თქვა კახა კალაძემ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g