LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კახა კალაძე: „სალომე ზურაბიშვილი იქნება არა ყოფილი პრეზიდენტი, არამედ გაგდებული პრეზიდენტი“

139
კახა კალაძე

პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიმართ საპარლამენტო უმრავლესობის მიერ იმპიჩმენტის პროცედურის ხელახლა აღძვრას, „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი, თბილისის მერი კახა კალაძე ეხმიანება.

„ახალი მოწვევის პარლამენტი, პირველივე სხდომებზე ზურაბიშვილს არანაკლებ 100 ხმით, თანამდებობიდან გადააყენებს“ – „ქართული ოცნება“ პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურას მეორედ იწყებს

როგორც კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრის დროს განაცხადა, სალომე ზურაბიშვილმა სახელმწიფო ინსტიტუტებს და კონსტიტუციას შეურაცხყოფა მიაყენა.

„სალომე ზურაბიშვილს კონკრეტული დარღვევები აქვს და ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც კონსტიტუციას არღვევს. გულდასაწყვეტია, რომ ამ ტიპის დამოკიდებულებაა სახელმწიფოს მიმართ და თან ვისგან? ამასაც ხომ დიდი მნიშვნელობა აქვს.

სტატუსობრივად პრეზიდენტი პირველი უნდა იყოს, ვინც კონსტიტუციას უნდა იცავდეს და წარმოუდგენელია, რასაც აკეთებს. ყველაფერს პირდაპირ ხაზი გადაუსვა, მისთვის არანაირი კანონი, კონსტიტუცია არ არსებობს. სასამართლომაც კი დაადანაშაულა კონსტიტუციის დარღვევაში. უბრალოდ, ეს ადამიანი ამ დამოკიდებულებას აგრძელებს.

მამუკა მდინარაძე პრეზიდენტის იმპიჩმენტზე: „ჩვენ არ ვაპირებთ ვაპატიოთ ზურაბიშვილს თქვენი გადაგდება და საქართველოს კონსტიტუციის თავზე გადახევა… საკონსტიტუციო უმრავლესობით გამარჯვების შემდეგ ზურაბიშვილი იქნება არა ყოფილი, არამედ გადაყენებული პრეზიდენტი“

როგორც იცით, სალომე ზურაბიშვილს ძალიან მალე პრეზიდენტობის ვადა გასდის, შესაბამისად, ის იქნება არა როგორც ყოფილი პრეზიდენტი, არამედ გაგდებული პრეზიდენტი, იმის გამო, რომ ამ ადამიანმა სახელმწიფო ინსტიტუტებს და კონსტიტუციას შეურაცხყოფა მიაყენა.

კონსტიტუციის დარღვევაა ვოიაჟები, მას მთავრობის და პრემიერ-მინისტრის ნებართვის გარეშე უფლება არ აქვს. მაშინ რად გვინდა კონსტიტუცია, თუ ჩვენი გადაწყვეტილებებით ვმოქმედებთ. მე თუ პრემიერ-მინისტრის გასაკეთებელი უნდა ვაკეთო, პარლამენტის თავმჯდომარემ პრეზიდენტის გასაკეთებელი უნდა აკეთოს და ეს აღრევა თუ უნდა მოხდეს, მაშინ რად გვინდა კონსტიტუცია ან კანონები? რისთვის არის კონსტიტუცია, კანონები? რადგან ეს დავიცვათ. პირველ რიგში, პატივი ვცეთ ჩვენს სახელმწიფოს, კონსტიტუციას და კანონებს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

შეგახსენებთ, პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, პრეზიდენტის მიმართ იმპიჩმენტის პროცედურას ხელახლა აღძრავენ.

ამის შესახებ შალვა პაპუაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა და მთავრობის ნებართვის გარეშე პრეზიდენტის საგარეო ვიზიტებზე, მათ შორის გასულ კვირას საფრანგეთში, გერმანიასა და პოლონეთში ჩასვლაზე ისაუბრა.

თეონა აქუბარდია: „სასაცილოა ახალი პირობის გაჩენა პრეზიდენტის იმპიჩმენტთან დაკავშირებით, როდესაც სალომე ზურაბიშვილს დეკემბერში ვადა ისედაც ეწურება“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g