20 აგვისტოს, ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ, მუსიკოსი და ავტორ-შემსრულებელი მამუკა ჩარკვიანი 70 წლის ასაკში გარდაიცვალა.
მამუკა ჩარკვიანის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს თბილისის მერი, კახა კალაძე და სამძიმრის წერილს ავრცელებს.
„მუსიკოსი, მომღერალი, თბილისის საპატიო მოქალაქე მამუკა ჩარკვიანი გამოაკლდა ჩვენს რიგებს.
მისი სიმღერები სავსე იყო მელოდიურობით, ლირიზმით, ჟანრობრივი მრავალფეროვნებით, გულწრფელობით, რის გამოც სამუდამოდ დაიმკვიდრა ადგილი ქართველი მსმენელის გულში.
ვიზიარებ მამუკა ჩარკვიანის ოჯახის, ახლობლების, ქართული მუსიკალური საზოგადოების დიდ გულისტკივილს!“, – წერს კახა კალაძე.
მამუკა ჩარკვიანის ფოტო სლაიდზე: ზაქარია ჭელიძე