თბილისის მერი, კახა კალაძე სოციალურ ქსელში ეროვნული ნაკრების გამარჯვებას ეხმიანება და ფეხბურთელებს წარმატებას ულოცავს.
„არის! გამარჯვება ჩვენია! ვულოცავ ჩვენს საამაყო ბიჭებს, ვულოცავ მთელ საქართველოს! ნაკრები ევროპის ჩემპიონატის პლეიოფის ნახევარფინალის გამარჯვებულია. კიდევ ბევრი წარმატება გვეზეიმოს“, – წერს კალაძე.
შეგახსენებთ, გუშინ საქართველოს ნაკრებმა ევრო 2024-ის პლეი ოფის ნახევარფინალში ლუქსემბურგს უმასპინძლა, 2:0 დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატს ერთი ნაბიჯი აშორებს. ჩვენი გუნდი ფინალში საბერძნეთი-ყაზახეთის წყვილის გამარჯვებულს „პაიჭაძე არენაზე“ 26 მარტს უმასპინძლებს.
საქართველოს ეროვნული ნაკრები ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი ოფის ფინალში საბერძნეთს დაუპირისპირდება, რომელმაც ათენში გამართულ ნახევარფინალში ყაზახეთის ნაკრები 5:0 დაამარცხა.