მსახიობმა კახა კინწურაშვილმა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების, კერძოდ კი ე.წ გამჭვირვალობის კანონპროექტის ირგვლივ შექმნილ საპროტესტო ტალღასა და ამ მოვლენებში უფროსი თაობის, მშობლების როლზე, ასევე მსახიობის, გიორგი ვარდოსანიძის საავტორო გადაცემაში – „არასერიოზული პოდკასტი“ ისაუბრა.
როგორც კინწურაშვილმა აღნიშნა, ამ მოვლენებისას მნიშვნელოვანია მშობლებმა, უფროსმა თაობამ ახალგაზრდები არ გარიყონ და ხელი არ შეუშალონ:
„რაც შეეხება უფროს თაობას, უბრალოდ ერთი თხოვნა მექნება: ხელი არ შეუშალონ და არ გარიყონ ისინი, იმიტომ რომ, ძველი თაობა, მათ შორის, ჩვენც, რა თქმა უნდა, წამსვლელია, ისინი [ახალგაზრდები] მოდიან, მათ უნდა გაიარონ ეს ცხოვრება, მათ უნდა ეტკინოთ, უნდა გაუხარდეთ, შექმნან რაღაცები. ამიტომ, მათ ამის საშუალება უნდა მივცეთ.
კახა კინწურაშვილი: „ერთი წლის წინ პირობა დადეს რომ ამ კანონს აღარ მიუბრუნდებოდნენ! მინიმუმ ამ პირობის თავზე გადახევას როგორ ამართლებთ?! – ეს უნამუსობის ახალი საფეხურია!“
მსახიობი კახა კინწურაშვილი სოციალურ ქსელში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის განხილვას ეხმაურება.
ბოლო დღეებია ამას ბევრჯერ ვიმეორებ, მაგრამ თქვენს შვილებს რომ სცემენ ან თქვენი მეზობლის შვილებს რომ სცემენ აქციაზე, თქვენს ბიძაშვილიშვილებს, დეიდაშვილიშვილებს, რაღაცნაირად გვერდზე ხომ უნდა დავუდგეთ, არა?! რაღაცა გვერდში, მხარში დგომა ხომ უნდა აგრძნობინოთ, ასე ხომ არ შეიძლება თაობა მიატოვონ“, – თქვა კახა კინწურაშვილმა.
მსახიობმა ამ კანონპროექტის მიღებით გამოწვეულ შესაძლო საფრთხეებზეც ისაუბრა და თქვა, რომ მისი აზრით, მშობლებმა არ უნდა დაუშვან, რომ ემიგრაციაში წამსვლელი შვილების რიცხვი გაიზარდოს:
„ამ ქვეყნის მომავალი დგას საფრთხის წინაზე…“ – კახა კინწურაშვილი
„ეს იმიტომ ხომ არაა, რომ ვიღაც მართლა „საშოპინგოდ“ დადის, ეს არის მობილობა სხვადასხვა ერებს შორის, შენ რომ გაქვს საშუალება წახვიდე, ისწავლო და ჩამოხვიდე. შეხვდე, რაღაც სპექტაკლს დაესწრო, გამოფენა ნახო და ეს გამოცდილება შენს ქვეყანაში დააბრუნო.
წარმოიდგინეთ ახლა, ვინც ამ ბოღმაში, ბრაზში ხართ ყოფილი ხელისუფლების გამო ან რაღაცა ბევრი იმედგაცრუების, თქვენი უმოქმედობით, ართანადგომით, შეიძლება საქმე იქამდე მივიდეს, რომ დღეს ყოველი მეოთხე, მეხუთე ადამიანი საზღვარგარეთ ემიგრაციაშია წასული, წარმოიდგინეთ, რომ თქვენი შვილები, შვილიშვილები, ძალიან მალე, მხოლოდ „სკაიპით“ ნახოთ. ამას ნუ გააკეთებთ, ნუ დაუშვებთ.“ – აღნიშნა გადაცემაში კახა კინწურაშვილმა.