LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კახა კუჭავა: ბოლო შიდა კვლევით საკმაოდ მყარად ვდგავართ ფეხზე, ეს არ არის 43%, გაცილებით მაღალია

76
kaxa-kuWava-1511970384-1024x683

შიდა კვლევებს ვატარებთ და ბოლო კვლევა, რაც ჩავატარეთ, საკმაოდ მყარად ვდგავართ ფეხზე, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ “პალიტრანიუსის ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, პარტიის რეიტინგი „ხელოვნური კრიზისის“ პერიოდში გაიზარდა.

„რა თქმა უნდა, ჩვენ შიდა კვლევებს ვატარებთ და ბოლო კვლევა, რაც ჩავატარეთ, საკმაოდ მყარად ვდგავართ ფეხზე და ეს არ არის 43 პროცენტი, გაცილებით მაღალია, რა თქმა უნდა, არ დავკონკრეტდები, თუმცა ჩვენ არჩევნებს მივუახლოვდებით და ყველა ძალიან კარგად დაინახავს იმ ძალას და იმ მხარდაჭერას, რომელიც „ქართულ ოცნებას“ გააჩნია.

ჩვენ განსაკუთრებულად ხელი შეგვიწყო ამ პროცესში, კარგად იკითხებოდა, მიმდინარე, ასე ვთქვათ, ხელოვნურად შექმნილი კრიზისის პერიოდში, თუ რამდენად იზრდებოდა „ქართული ოცნების“ რეიტინგი, რადგან ყოველთვის ჩანდა ჩვენი მხრიდან სახელმწიფოებრივი მიდგომა საკითხების გადაწყვეტის“, – აღნიშნა კუჭავამ.

<
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები