LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კახა კუჭავა უკრაინის პრემიერ-მინისტრს შეხვდა

183
pjimage-13

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს და უკრაინის პრემიერ-მინისტრს შორის აუდიენცია სულ ცოტა ხნის წინ დასრულდა.

კუჭავას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის ირგვლივ განვითარებულმა მოვლენებმა საქართველო-უკრაინის ურთიერთობაში უხერხულობა შექმნა.

როგორც მან აღნიშნა, ეს ის საკითხია, რომელიც უხერხულობას წარმოქმნის ორივე ქვეყანას შორის, თუმცა მისი განცხადებით, ვერცერთი ადამიანი, თუნდაც ყოფილი პრეზიდენტი ვერ იქნება მიზეზი და საფუძველი იმისა, რომ ჩვენ ქვეყნებს შორის ურთიერთობები ოდნავ მაინც გაუარესდეს.

“შევეხეთ იმ საკითხსაც, რომელიც დღეს ალბათ ყველაზე აქტუალურია და ყველას აინტერესებს. საუბარი არის მიხეილ სააკაშვილის გამოპარვაზე უკრაინიდან. ეს ის მომენტია, რომელიც ნამდვილად უხერხულობას წარმოქმნის ამ ორ ქვეყანას შორის. რა თქმა უნდა, მათ არ იცოდნენ მისი ამ გეგმების შესახებ, უკანონო კვეთაზე საზღვრების და ზოგადად, უხერხული სიტუაციაა, რაც ორივე მხრიდან იქნა ხაზგასმული – ვერასოდეს, ვერცერთი ადამიანი, თუნდაც ყოფილი პრეზიდენტი ვერ იქნება მიზეზი და საფუძველი იმისა, რომ ჩვენ ქვეყნებს შორის ურთიერთობები ოდნავ მაინც გაუარესდეს. ჩვენ ვართ ძალიან მეგობრული ქვეყნები, სტრატეგიული პარტნიორები და ამას არაფერი არ უდგას წინ. მხოლოდ და მხოლოდ გამყარებაზე ვფიქრობთ,” – განაცხადა კახა კუჭავამ.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, შეხვედრა იყო ნაყოფიერი და განიხილეს ორივე ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი საკითხები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები