მომღერალმა კახა კუხიანიძემ, ათწლიანი პაუზის შემდეგ, ახალი კლიპი გადაიღო, რომლის პრემიერასაც სექტემბერში ერთ-ერთ ქართულ ტელეშოუში გეგმავს.
სიმღერა „ ამ გულს“, რომელზეც ვიდეორგოლი მისმა მეგობარმა, მარიკა ქურდუბაძემ შექმნა, ნათია ბუცხრიკიძეს ეკუთვნის, მასტერინგი – ბორიკო შხიანს, ბექ-ვოკალზე მაია კაჭკაჭიშვილმა იმუშავა, კლიპის ოპერატორი და მემონტაჟეა რამაზ გუნავა. კლიპი რამდენიმე დღეში მზად იქნება, მანამდე კი მომღერალმა „ფეისბუქის“ გვერდზე ვიდეორგოლიდან მცირე ამონარიდი გაავრცელა.
კახა კუხიანიძე:
ათი წლის შემდეგ დადგა ის ნანატრი დღე, როდესაც ახალი კლიპი გადავიღე. ვერ გეტყვი მიზეზს, აქამდე რატომ არ ვაქტიურობდი, ათი წლის წინ, თვეში ორ სიმღერას მაინც ვწერდი, მერე კი გავჩერდი, თუმცა ამდენწლიანი პაუზის შემდეგ ახალი სტარტი ავიღე და უკვე 4 სიმღერა ჩავწერე, ერთ-ერთზე კი კლიპიც გადავიღე. ძალიან ცუდი ეტაპი გამოვიარე, მაგრამ ხელი არასდროს ჩამიქნევია.
ვინ არის ის მომხიბვლელი გოგონა, რომელიც კლიპის თიზერში ჩანს?
ეს არის მომღერალ სალომე მდივანის (ქათამაძე) და, მარიამ მდივანი, რომელსაც ახლა ფილმში იღებენ. თამთა შედანიასთან ვიყავი შეთანხმებული, მაგრამ სამი თვით საზღვარგარეთ მოუწია გამგზავრებამ, გადაღებები გადავდეთ, შემდეგ კი უცბად გამახსენდა მარიამი, მოვიწვიე და შესანიშნავად გაართვა თავი კამერასთან მუშაობას, დედამისიც მსახიობია.
კლიპს როდის ვიხილავთ?
მონტაჟი სამ დღეში დასრულდება, მაგრამ პრემიერას სექტემბერში ვგეგმავ. ველოდები, როდის დაბრუნდება ტელეგადაცემები ეთერში.
ვიდეო
https://www.youtube.com/watch?v=olok5hTq9yw
ფოტოები
[Best_Wordpress_Gallery id=”32″ gal_title=”photos 17″]