LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კახა ოქრიაშვილი: „მივმართავ „ოცნების“ ლიდერებს: ბატონებო, დახედეთ 270 000 ევროს ღირებულების საათებს – თქვენი წამზომი ჩართულია!“

195
კახა ოქრიაშვილი

„მივმართავ „ოცნების“ ლიდერებს: ბატონებო, დახედეთ 270 000 ევროს ღირებულების საათებს – თქვენი წამზომი ჩართულია!“ – ამის შესახებ ამის შესახებ „პროგრესისა და თავისუფლების“ ლიდერი კახა ოქრიაშვილი სოციალურ ქსელში წერს. 

მისი თქმით, Edison Research-ის კვლევაში ნათლად ჩანს, რომ 4 ოპოზიციური პარტია, „ქართულ ოცნებას“ ჯამში, დამაჯერებლად, თითქმის ორჯერ, ამარცხებს. 

„გუშინ გამოქვეყნდა  Edison Research-ის პოლიტიკური განწყობების კვლევა საქართველოში. რას წარმოადგენს Edison Research?  ეს არის ერთ-ერთი უმსხვილესი ამერიკული მკვლევარი ორგანიზაცია, რომლის კვლევებსაც მთელი მსოფლიო ენდობა. 

ამ კვლევაში ნათლად ჩანს, რომ 4 ოპოზიციური პარტია, ჯამში, დამაჯერებლად, თითქმის ორჯერ, ამარცხებს „ქართულ ოცნებას“. 

დღეს კი, ამ მონაცემებთან დაკავშირებით, „ოცნების“ მთელს „ლიდერშიპს“ სიმწრის ქილიკი აქვს გამართული. ბატონებო, დახედეთ 270 000 ევროს ღირებულების საათებს, – თქვენი წამზომი ჩართულია!”- წერს კახა ოქრიაშვილი. 

ფოტო: „ინტერპრესნიუსი“

მივმართავ „ოცნების“ ლიდერებს: ბატონებო, დახედეთ 270 000 ევროს ღირებულების საათებს – თქვენი წამზომი ჩართულია! …

Posted by კახა ოქრიაშვილი / Kakha Okriashvili on Monday 29 July 2024
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები