LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კახეთის გუბერნატორის ცნობით, “საქართველოს ბანკის”“ ყვარლის ფილიალი ყველა მძევალმა დატოვა

76
1

ამ დროისთვის გავრცელებული ინფორმაციით, ყვარელში, “საქართველოს ბანკის” ფილიალიდან ყველა მძევალი გამოსულია.

აღიშნული ინფორმაცია რამდენიმე წუთის წინ დაადასტურა შსს-ს პრესსამსახურის უფროსმა ქეთი კოვზიაშვილმაც ყვარელში:

“არც ერთი ადამიანის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.” – თქვა კოვზიაშვილმა.

შსს-ში ასევე განმარტავენ, რომ ბანკზე თავდამსხმელი შეიარაღებულია.

კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა, ირაკლი შიოშვილმა საქართველოს პირველ არხს ასევე განუცხადა, რომ ბანკში შეჭრილ პირს მძევალი აღარ ჰყავს და სხვადასხვა დროს სხვადასხვა თანხას ითხოვს:

“მძევალი უკვე აღარ ჰყავს. სხვადასხვა დროს სხვადასხვა თანხას იძახის. ისე, რომ ამჟამად მიმდინარეობს მოლაპარაკება სამართალდამცველებსა და მას შორის. ვნახოთ, დაველოდოთ შედეგს.

ახლა ბანკში მარტო  თავად არის. ჯერ არაფერს ამბობს, მოლაპარაკება მიმდინარეობს.” – განუცხადა ირაკლი შიოშვილმა პირველ არხს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g