LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კახეთში წარმოებული შოკოლადი ბელგიაში გაიყიდება

223
1542812820-5bf57a650f720

კახეთის რეგიონში მოქმედმა ქართული ნატურალური პროდუქტების მწარმოებელმა ბრენდმა „არომატი“ ორი ახალი პროდუქტის: კონიაკისა და შოკოლადის წარმოება დაიწყო. ინფორმაციას bm.ge ავრცელებს, რომელიც წერს, რომ „არომატი“ 35 დასახელების პროდუქტს აწარმოებს, მათ შორისაა: კომპოტი, ჯემები, მურაბა, აჯიკა, საწებლები და სხვა…

აღსანიშნავია, რომ „არომატმა“ შოკოლადისა და კონიაკის რეალიზება სულ რამდენიმე კვირაა დაიწყო და კომპანია, აღნიშნული პროდუქციის გატანას სამომავლოდ ექსპორტზე ბელგიაში გეგმავს. როგორც „არომატში“ ამბობენ, დაინტერესება ბელგიიდან უკვე არის.

ცნობისთვის, „არომატის“ პროდუქტი ამჟამად საქართველოში ონლაინ, აგრომაღაზიებსა და მცირე მარკეტებში იყიდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g