თბილისის მერის განცხადებით, 2022 წლის პირველ კვარტალში ყვითელი მიკროავტობუსები სრულად ჩანაცვლდება ახალი ტრანპსორტით. ამის შესახებ კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.
„ვამთავრებთ საზოგადოებრივი ტანსპორტის შესყიდვას, ეს არის 180 ერთეული 8-მეტრიანი ავტრობუსები და უკვე მომავალი წლისთვის ვფიქრობთ, რომ 18-მეტრიანი 200 ერთეული ავტობუსი შევიძინოთ თუმცა, ამ ეტაპზე ამ შესყიდვით, 8-მეტრიანი ავტობუსების შესყიდვით, მთლიანად საზოგადოებრივი ტრანსპორტის პრობლემა იქნება მოგვარებული.
წლის ბოლომდე, დეკემბრის ბოლომდე, ე.წ. მარშუტკები მთლიანად შემოყვანილი იქნება და მომავალი წლის პირველ კვარტალში ჩანაცვლებული იქნება, არცერთი ყვითელი მიკროავტობუსი არ იმოძრავებს დედაქალაქში, მთლიანად საზოგადოებრივი ტრანსპორტი იქნება განახლებული და მოწესრიგებული“,- განაცხადა კალაძემ.