LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კალაძე ბიზნესს მიმართავს: საახალწლოდ ქალაქი ერთად გავალამაზოთ, ყველანაირად შეგიწყობთ ხელს

78
nadzvis-khis-anteba-w-h

თბილისის მერი კახა კალაძე საახალწლო ღონისძიებების შესახებ საუბრობს და ბიზნესსექტორს ამ პროცესში ჩართვისკენ მოუწოდებს.

„მინდა, მივმართო ბიზნესს, ბევრი წერილი მოდის, ბევრი თხოვნა მოდის კონკრეტულ ლოკაციებთან დაკავშირებით, რომ მათ შეძლონ სივრცეების გალამაზება, ჩვენ ყველანაირად შეგიწყობთ ხელს, გვერდში დაგიდგებით, რომ ქალაქი ერთად გავალამაზოთ. მოვუწოდებ ბიზნესს, იაქტიურეთ, ერთად მოვრთოთ, ერთად გავალამაზოთ ჩვენი ქალაქი. მადლობა მხარდაჭერისთვის, თანადგომისთვის. მთელი ამ წლების განმავლობაში ჩვენ ნაყოფიერად ვთანამრშომლობდით, ბევრი კარგი პარკი, სკვერი, ლოკაცია გალამაზდა თქვენ მიერ, რაც დასაფასებელია და მიხარია, რომ თქვენც ჩართულები ხართ ქალაქის კეთილმოწყობაში, გალამაზებაში და რა თქმა უნდა ამ ტენდენციას, ამ მიმართულებას ამ ახალ წელსაც შევინარჩუნებთ. აუცილებლად მოგეცემათ შესაძლებლობა, კონკრეტული ლოკაციები თქვენს მიერ მოირთოს“, – განაცხადა კალაძემ.

მისივე ინფორმაციით, საახალწლოდ 207 ათასი ლარის ღირებულების 3 ტენდერია გამოცხადებული, თუმცა არც ერთი მათგანი დედაქალაქის მთავარ ნაძვის ხეს არ ეხება.

„გამოცხადებული გვაქვს 3 ტენდერი, განათებებისა და ილუმინაციებისთვიოს. მათგან ორი ტენდერი არის საახალწლო აქსესუარებისა და განათებების, ხოლო ერთი საახალწლო თემატიკის დეკორატიული მატარებლის შესყიდვის მიზნით“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g