LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კალაძე ოპოზიციას: ბიძინა ივანიშვილზე ნუ ინერვიულებთ, ისედაც ბევრი გაქვთ სანერვიულო, ისეთ მდგომარეობაში ხართ

155
კახა კალაძე, ბიძინა ივანიშვილი

„მსგავსი ტიპის განცხადებები, როდესაც შეურაცხყოფას გვაყენებენ,კატეგორიულად მიუღებელია. ჩვენ თავს არავის ვესხმით, ვართ თავდაცვის რეჟიმში“, – ასე გამოეხმაურა დედაქალაქის მერი გერმანელი ევროპარლამენტარის, მიხაილ გალერის მიერ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის შესახებ გაკეთებულ განცხადებას.

„მსგავსი ტიპის განცხადებაზე ლოიალურები უნდა ვიყოთ? ბატონმა განცხადება
გააკეთა და ჩვენ თავი დავუხაროთ? ეს არის ოპოზიციის დამოკიდებულება. ჩვენი
ქვეყნის უმრავლესობა კი, საბედნიეროდ, ასე არ ფიქრობს და უმცირესობაში
მყოფებმა აზრი უნდა შეიცვალონ და იამაყონ იმით, რომ ქართველები ვართ, რომ
საქართველო მხოლოდ ტერიტორიები კი არა, ჩვენი სამშობლოა. სანამ ამას არ
გაითავისებენ, რომ ქვეყანასა და მის განვითარებაზე უნდა იფიქრონ, იქამდე
ექნებათ მსგავსი დამოკიდებულება.

რაც შეეხება ოპოზიციის წარმომადგენლებს – ბიძინა ივანიშვილზე ნუ
ინერვიულებთ, ისედაც ბევრი გაქვთ სანერვიულო, ისეთ მდგომარეობაში ხართ.
ჩვენ არ ვნერვიულობთ. ამ ტიპის განცხადებები, როდესაც შეურაცხყოფას
გვაყენებენ, კატეგორიულად მიუღებელია. ჩვენ თავს არავის ვესხმით, ვართ
თავდაცვის რეჟიმში. ვიცავთ ჩვენს ინტერესებს, სამშობლოს და ამ ქვეყნის
მომავალს“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

კახა კალაძე: „კატეგორიულად მიუღებელია ზემოდან მაყურებლების ტონი – ჩვენ ვართ დამოუკიდებელი ქვეყანა, გვინდა პარტნიორები, გვჭირდება მეგობრები და არა ბატონები“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g