LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კალაძე პარკირების გადასახადზე – აქამდე მოქმედი 50-ლარიანი წლიური გადასახადი უცვლელი რჩება

82
WhatsApp Image 2021-12-29 at 11.14.48 AM

თბილისის მერი კახა კალაძე დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე პარკირების გადასახადთან დაკავშირებით მედიის მიერ გავრცელებულ მცდარ ინფორმაციასაც შეეხო და აღნიშნა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით მიზანმიმართული დეზინფორმაციული კამპანია მიმდინარეობს.

კახა კალაძის განცხადებით, აბსურდია მტკიცება, რომ თითქოს 50-ლარიანი აბონემენტი ხდება 800 ლარი.

„იმის მაგივრად, რომ ოპოზიციას კარგად წაეკითხა ჩვენ მიერ გაგზავნილი დოკუმენტი ან მოესმინა მერიის მხრიდან გაკეთებული არაერთი განმარტებისთვის და არ შეეყვანა ხალხი შეცდომაში, მაინც აგრძელებენ დეზინფორმაციულ კამპანიას, თითქოს 50 ლარის ნაცვლად პარკირება ხდება 800 ლარი. ვფიქრობ, ეს ყველაფერი მიზანმიმართულად ხდება.

როგორც იცით, გუშინ საკრებულოში განიხილეს ეს საკითხი და დაამტკიცეს კიდეც, კიდევ ერთხელ გაკეთდა დეტალური განმარტებაც. მინდა, დამატებით ვაცნობო მოსახლეობას, რომ ჩვენ ქალაქში გვაქვს ორი ტიპის პარკირების სიტემა – ერთია ზონალურ-საათობრივი, რომელიც ახლა ინერგება დედაქალაქში და ასევე, საათობრივი საფასურის გარეშე არის 50-ლარიანი წლიური სააბონემენტო გადასახადი, რომელიც მოქმედებს იმ კონკრეტულ ლოკაციებზე, სადაც ზონალურ-საათობრივი პარკირება არ არის. ადამიანი იხდის 50 ლარს და მუნიციპალური საპარკინგე ადგილების გამოყენება შეუძლია წლის განმავლობაში. მაგრამ ეს არ ვრცელდება ზონალურ-საათობრივ პარკირებაზე.

რაც შეეხება ზონალურ-საათობრივ პარკირებას, არსებული 1-ლარიანი გადასახადის გარდა, დავამატეთ სხვა სააბონემენტო პაკეტებიც, რაც ძირითადად ბიზნესორგანიზაციებისთვისაა განკუთვნილი. ბიზნესსექტორის მხრიდან იყო ძალიან დიდი თხოვნა, რომ თავიანთი თანამშრომლებისთვის შეესყიდათ ასეთი პაკეტები და თუ ადამიანი დათვლის, დღის განმავლობაში და წლის ჭრილში მოქალაქეს, რომელიც ყოველდღიურად მიდის სამსახურში და უწევს ზონალურ-საათობრივი პარკინგით სარგებლობა, რა ხარჯი აქვს, ამის გათვალისწინებით, ეს პაკეტები ბიზნესსექტორისთვის მისაღებია. ვისაც აქვს სურვილი, იყიდის, ვისაც არა, არანაირი ძალდატანება არ იქნება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები