LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კალაძე: წინა ტურთან შედარებით, ძალიან მაღალია აქტივობა – თითოეული ხმა მნიშვნელოვანია

38
კახა კალაძე

დედაქალაქის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ საგანგებო ბრიფინგი გამართა.  მან კიდევ ერთხელ მიმართა ამომრჩევლებს, რომ იაქტიურონ.

„დღეს, ძალიან მნიშვნელოვანი დღეა. ვიცით, რომ არჩევნების მეორე ტური იმართება და მინდა, კიდევ ერთხელ მივმართო ყველა ჩვენს მხარდამჭერს, რომ ვიაქტიუროთ. 10 საათის მონაცემებით, ძალიან მაღალია აქტიურობა წინა ტურთან შედარებით, მაგალითად თბილისში 5% არის აქტივობა გაზრდილი, რაც ძალიან კარგია, თუმცა კიდევ ერთხელ მინდა მივმართო და მოვუწოდო ჩემს მხარდამჭერებს, რომ ვიაქტიუროთ მეგობრებო, თითოეული თქვენი ხმა, თითოეული თქვენგანის როლი არის ძალიან მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ შევძლოთ ამ ქალაქის განვითარება, იმ პროექტების განხორციელება, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია თბილისისთვის.

თქვენ ხედავთ, ბოლო წლების განმავლობაში, თუ რამდენი კარგი სამუშაო იქნა ჩატარებული დედაქალაქის მასშტაბით. რა თქმა უნდა, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ მომდევნო წლების განმავლობაში, ვერავინ და ვერაფერმა შეაჩეროს ქალაქის აღმშენებლობა, განვითარება და იმ პროექტების განხორციელება, რომლებიც დედაქალაქისთვის სასიცოცხლოთ მნიშვნელოვანია.

კიდევ ერთხელ მინდა ვთხოვო და მოვუწოდო ჩვენს მხარდამჭერებს მაქსიმალური აქტიურობა, რომ დავაფიქსიროთ ჩვენი მოსაზრება და მხარი დავუჭიროთ ამ ქალაქის განვითარებას და აღმშენებლობას.“ – განაცხცადა კალაძემ.

კახა კალაძე: ხმა მივეცი განვითარებას, იმას, რომ მეტი სიცოცხლე შევიტანოთ ყველა უბანში

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g