ლივერპულის ლეგენდარულ “ენფილდზე” “ლივერპულისა” და “მილანის” ლეგენდებმა ითამაშეს – მატჩი 3:2 დასრულდა ინგლისელთა სასარგებლოდ.
„მილანის“ შემადგენლობაში საქართველოს ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა კახა კალაძემ ითამაშა. თბილისის მერი ძირითად შემადგენლობაში იყო.
25-ე წუთზე ანგარიში რობი ფაულერმა გახსნა. მეორე ტაიმის შუაში ჯიბრილ სისემ ანგარიში ორამდე გაზარდა. თუმცა, „მილანის“ ლეგენდებმა გათანაბრება მოახერხეს. 61-ე და 78-ე წუთებზე ანდრეა პირლომ და ჯუზეპე პანკარომ გაიტანეს.
წერტილი შეხვედრას სტივენ ჯერარდმა დაუსვა, რომელმაც მე-80 წუთზე (ბოლო წუთზე, რადგან ტაიმები 40-წუთიანი იყო) შორეული დარტყმით გაიტანა.
ლივერპული: დუდეკი, ჯონსონი, კარაგერი, ჰიუპია, აგერი, კენედი, კვარმე, ჯერარდი, გარსია, კუიტი, ფაულერი.
შეცვლაზე შევიდნენ: ვესტერველდი, მაკმანამანი, მაკეიტირი, ოლდრიჯი, ტრაორე, ბერგერი, სისე, დიაო, შმიცერი, ოუენი.
მილანი: დიდა, კაფუ, კოსტაკურტა, კალაძე, სერჟინიო, ამბროზინი, გატუზო, პირლო, რუი კოშტა, კაკა, ინძაგი.
შეცვლაზე შევიდნენ: აბიატი, ბორიელო, კარბონე, ფავალი, ფიორი, დიგაო, მალდინი, ოდო, პანკარო, შიმიჩი.
მატჩიდან შემოსული თანხა მთლიანად ქველმოქმედებას მოხმარდება.
https://www.youtube.com/watch?v=594YGtoH6Lk