LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კალაძის აუდიო ჩანაწერი – დედაქალაქის მერი ოპოზიციის ბრალდებებს ხუმრობით პასუხობს (ვიდეო)

97

თბილისის მერი კახა კალაძე გაერთიანებული ოპოზიციის ბრალდებებს ხუმრობით პასუხობს. კალაძემ ჟურნალისტებს აუდიო ჩანაწერი წარუდგინა, სადაც თითქოს სატრანსპორტო კომპანიის ორი თანამშრომელი საუბრობს იმის შესახებ, რომ უკავშირდებიან და ეკითხებიან, დავალების თანახმად ხმას აძლევენ თუ არა “ნაციონალურ მოძრაობას”.

„მეც მაქვს ჩანაწერი, რომელსაც გამოვაქვეყნებ და აუცილებელია ამაზე გამოძიება დაიწყოს. თქვენ ახლა მოგასმენინებთ ამ ჩანაწერს, რადგან არ მაქვს საშუალება დიდ ეკრანზე გავუშვათ, ამიტომ ტელეფონით გავავრცელებ.

„გიორგი, გიორგი ხართ ხო? სატრანსპორტო კომპანიიდან გაწუხებთ. თქვენ 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ხომ იყავით ოჯახით მოსული?

-დიახ – წელსაც ხომ აპირებთ მოსვლას?

– რა თქმა უნდა, მთელი ოჯახი მომყავს.

– ხმას ვის აძლევთ ხომ გაქვთ მითითება მიღებული?

– რა თქმა უნდა, ხმას ვაძლევ “ნაციონალურ მოძრაობას”, ვინც დაგვაკარგინა ქვეყნის 20%.

– ძალიან კარგი. – მითითება მიღებულია,” – აღნიშნული იყო აუდიო ჩანაწერში, რაზეც კალაძემ განაცხადა: “აი, “ნაციონალურ მოძრაობას” დავალება გაუცია სატრანსპორტო კომპანიაში, რომ „ნაციონალურ მოძრაობას” უნდა მისცენ ხმა როგორც 2017 წელს. მე ვფიქრობ, ეს არის ძალიან ცუდი ფაქტი, გამოყენება ადმინისტრაციული რესურსის ოპოზიციის მხრიდან. რა თქმა უნდა, ეს ცუდია და აზიანებს საარჩევნო გარემოს. მგონი, დამაკმაყოფილებელი იყო ჩემი პასუხი,” – განაცხადა კალაძემ.

დღეს გაერთიანებულმა ოპოზიციამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ თბილისის სატრანსპორტო კომპანიის თანამშრომლებზე ზეწოლა მიმდინარეობს და სალომე ზურაბიშვილისთვის ხმის მიცემას აიძულებენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g