LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კალაძის გადაწყვეტილებით, იმ სკოლების თანამშრომლებს, რომლებიც ეროვნულ გამოცდებში არიან ჩართული, შესაბამისი ტრანსპორტი მოემსახურება

99
BeFunky-collage (5)

თბილისის მერის გადაწყვეტილებით, იმ სკოლების თანამშრომლებს, რომლებიც ერთიან ეროვნულ გამოცდებში არიან ჩართული, შესაბამისი ტრანსპორტი მოემსახურება.

„ჩვენ გვაქვს კონკრეტული სკოლების ჩამონათვალი, სადაც ერთიანი ეროვნული გამოცდები ტარდება, მათი მომსახურე პერსონალისა და პედაგოგებისთვის მოხდება ტრანსპორტით უზრუნველყოფა მუნიციპალიტეტის მხრიდან“, – განაცხადა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე.

ცნობისთვის, ერთიანი ეროვნული გამოცდები ხვალ, ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყება.

შეფასების და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი აბიტურიენტებს აფრთხილებს

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g