LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კალიფორნიაში ავტომობილის სანომრე ნიშნებს სტიკერით ჩაანაცვლებენ

40
სანომრე-ნიშანი

კალიფორნიის ხელისუფლებამ ბამპერზე სარეგისტრაციო სანომრე ნიშნის ნაცვლად სტიკერის გამოყენებას მხარი დაუჭირა. უჩვეულო პროექტის მიზანი ავტომფლობელებისთვის მეტი კრეატივის გამოყენების საშუალების მიცემაა, ისინი შეძლებენ რომ დიზაინერული ნიშნები აიღონ და სატრანსპორტო საშუალების წინა ნაწილი არ დაამახინჯონ.

აშშ-ში ალტერნატიულ სანომრე ნიშნებზე 2013 წლიდან მუშაობენ. 2 წლის შემდეგ დაიწყო პროექტი, რომლის ფარგლებშიც 28 პოლიციელს ჩვეულებრივი ნომრის ნაცვლად სტიკერის გამოყენების უფლება მისცეს. ამიერიდან კი პროგრამაში კერძო პირებიც ჩაერთვებიან. ასეთი ცვლილება შეეძლება ნებისმიერ მსურველს და 8 ვარიაციიდან ერთ-ერთი სტიკერის არჩევა 85 დოლარი ეღირება.

ექსპერიმენტი 2023 წლამდე გაგრძელდება, მანამდე კი ამ ინიციატივით უკვე ათასობით ამერიკელი დაინტერესდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები