ღვინის ეროვნული სააგენტოსა და სან-ფრანცისკოში საქართველოს გენერალური საკონსულოს მხარდაჭერით და საქართველო-ამერიკის ბიზნეს საბჭოს ორგანიზებით, კალიფორნიის შტატის ქალაქებში – დევისსა და სან-ფრანცისკოში, ქართული ღვინის მე-8 ფორუმი გაიმართა.

„ქართული ღვინის ფორუმი“, ტრადიციულად, მოიცავს სამეცნიერო კონფერენციას, რომლის ფარგლებშიც, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მეცნიერ-მკვლევრები ქართული ვაზის კულტურასა და ისტორიასთან დაკავშირებულ სამეცნიერო კვლევებს წარადგენენ და განიხილავენ.

აღსანიშნავია, რომ კონფერენციის ფარგლებში აშშ-ის ბაზარზე ქართული ღვინის მარკეტინგული პოტენციალისა და ქართული ღვინის თანამედროვე ინდუსტრიის მდგომარეობაზეც იმსჯელეს, ასევე, მოეწყო ქართული ღვინის დეგუსტაცია.