LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კალიფორნიაში შშმ პირთა მომსახურების ცენტრში სროლის შედეგად 14 ადამიანი გარდაიცვალა

63

კალიფორნიის ქალაქ სან-ბერნარდინოში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა მომსახურების ცენტრში  უცნობებმა ცეცხლი გახსნეს, რომლის შედეგადაც გარდაიცვალა 14 ადამიანი, 17 კი დაიჭრა, ყველა მათგანი საავადმყოფოშია გადაყვანილი, ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

თავდასხმაში ეჭვმიტანილი ორი პირი, ქალი და მამაკაცი  ლიკვიდირებულია, ერთმა თავდამსხმელმა კი, სავარაუდოდ, მიმალვა მოახერხა.

ამ დრომდე უცნობია მომხდარის მიზეზი, პოლიცია არ გამორიცხავს ტერორიზმსაც.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g