LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კამალა ჰარისის ახალი საცხოვრებელი სახლი – ულამაზესი „ბლერ ჰაუსი“ თეთრის სახლის მიმდებარედ

162
kamalaharisi2021

ამერიკის ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი მეუღლესთან ერთად საცხოვრებლად „ბლერ ჰაუსში“ გადავიდა. ესაა ვიცე-პრეზიდენტისთვის განკუთვნილი რეზიდენცია, რომელიც თეთრი სახლის მოპირდაპირე მხარეს მდებარეობს. წლების წინ აქ თავად ჯო და ჯილ ბაიდენები ცხოვრობდნენ, როდესაც ამერიკის პრეზიდენტის პოსტს ბარაკ ობამა იკავებდა. მე-19 საუკუნეში აშენებული სახლი ულამაზესი ინტერიერით გამოირჩევა. ის 60 ათას კვადრატულ მეტრზეა გადაჭიმული და ჯამში 119 ოთახს აერთიანებს. აქედან 14 საძინებელი და 35 აბაზანაა. აქა არის ცალკე უზარმაზარი მისაღები ოთახი, რომელიც სტუმრებისთვის და ოფიციალური სადილებისთვისაა განკუთვნილი. სახლში ყველაზე საინტერესო ოთახი, ეგრეთ წოდებული „ჯექსონ ფლეისია“, რომელიც უცხოელი სტუმრებისთვის არის განკუთვნილი და რომლის კედლებიც ულამაზეს ნახატებს აერთიანებს. „ბლერ ჰაუსში“ 18 ადამიანია დასაქმებული.

სახლი 1824 წელს ამერიკის პირველი შეიარაღებული ძალების გენერლისთვის აშენდა. 1942 წელს ფრანკლინ რუზველტის პრეზიდენტობის დროს, ეს სახლი ხელისუფლებამ საპრეზიდენტო რეზიდენციად გადააკეთა. ამბობენ, რომ ამერიკის დიად ისტორიას სწორედ ეს სახლი ყველაზე უკეთ ყვება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები