LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კამერებმა ცენტრალურ მაგისტრალზე უკანა სვლით მიმავალი ავტომობილი დაფიქსირეს

75

ამერიკელ მძღოლს გადაცემათა კოლოფი გაუფუჭდა, თუმცა გზა მაინც ბოლომდე გააგრძელა. ოჰაიოს შტატში, ერთ-ერთ მაგისტრალზე დამონტაჟებულმა საგზაო კამერებმა დააფიქსირეს ავტომობილი, რომელიც საცობიდან მაგისტრალზე უკანა სვლით გამოვიდა, გზა განაგრძო და ცოტა ხანში უახლოს სადგურზე გაჩერდა. შესაბამისი ვიდეო ქსელში ამერიკის ტრანსპორტის დეპარტამენტმა გაავრცელა. როგორც გამოცემა „Kxan” წერს, ავტომობილის მძღოლი ჯერ-ჯერობით ნაპოვნი არ არის, ამიტომ მისი უჩვეულო ქცევის მიზეზებიც უცნობია. ერთ-ერთი ვერსიით, ავტომობილს გადაცემათა კოლოფი დაუზიანდა და ამის გამო მას გადაადგილება მხოლოდ უკანა მიმართულებით შეეძლო. და ალბათ, ამერიკელმაც გადაწყვიტა, რომ არ გაჩერებულიყო და უახლოეს პარკინგამდე მიეღწია, რაც შეძლო კიდეც.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები