კანადამ რუსეთის 34 მოქალაქეს სანქციები დაუწესა, რომლებიც “რუსული დეზინფორმაციისა და პროპაგანდის გავრცელებაში” მონაწილეობენ. ამასთან, სანქციები დაუწესდა ტელეკომპანია „ზვეზდა“-ს, რომელსაც თავდაცვის სამინისტრო აკონტროლებს.
კანადის მიერ სანქცირებულთა შორისაა წარსულში ქართული ტელევიზიის წამყვანი, ამჟამად რუსეთის მოქალაქე თინა კანდელაკი.
„გაზპრომ-მედია“-ს გენერალური დირექტორის მოადგილე და ტელეარხ ТНТ-ს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი, თინა კანდელაკი სანქცირებულია აშშ-ის მიერაც.
ვინ განსაზღვრავს 21-ე საუკუნის მომავალს? პასუხი აშკარაა – პუტინი: თინა კანდელაკი
“რუსული რეჟიმის ომი დამოკიდებულია სიცრუეზე და მოტყუებაზე. რუსეთის რეჟიმი აპატიმრებს საკუთარ მოქალაქეებს, რომლებიც ბედავენ სიმართლის თქმას.
რამდენადაც რუსეთში ადამიანის უფლებების დარღვევის შემთხვევები იზრდება, კანადა პროპაგანდის წინააღმდეგ ზომებს იღებს”. – განაცხადა კანადის საგარეო საქმეთა მინისტრმა მელანი ჯოლიმ.