საქართველოს ეკონომიკის ყოფილი მინისტრი კანადური გამოცემის Business in Vancouver-ის ერთ-ერთი გამარჯვებულია. უფრო კონკრეტულად, ვერა ქობალია გამარჯვებულად ნომინაციაში Forty under 40 დასახელდა.
აღსანიშნავია, რომ ვერა ქობალიასთან ერთად 2019 წლის გამარჯვებულთა სიაში არიან სხვადასხვა ორგანიზაციებისა და კორპორაციების დამფუძნებლები, პრეზიდენტები, დირექტორები…
„Forty under 40“ თითოეული გამარჯვებული 40 წლამდე ასაკისაა. გამარჯებულებს შორის ყოველთვის ხვდებიან ბიზნესის, სასამართლოს, მმართველობის სფეროში წარმატებული ადამიანები, რომელთაც საზოგადოების განვითარებაში გარკვეული წვლილი შეაქვთ.
ცნობისთვის, Business in Vancouver კანადაში 1989 წლიდან, ყოველკვირეულად გამოიცემა და მისი მიზანი ახალგაზრდა მეწარმეების ხელშეწყობაა.
რაც შეეხება თავად ვერა ქობალიას, ის საქართველოს ეკონომიკის მინისტრის პოსტს 2010 წლის 2 ივლისიდან 2012 წლის 25 ოქტომბრამდე იკავებდა.