LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კანარის კუნძულებზე მომავალი წლიდან ტურისტულ გადასახადს შემოიღებენ

105
Capture

კანარის კუნძულების პოპულარულ ლოკაციებზე მოხვედრა 2025 წლიდან ტურისტებისთვის ფასიანი გახდება. სიახლის შესახებ Euro weekly news წერს.

გადასახადი ყველა ტურისტისთვის, იქნება ეს ადგილობრივი თუ უცხოელი, დღეში 15 ევრო ცენტს შეადგენს, მიუხედავად იმისა გაჩერდებიან ისინი სასტუმროში თუ ნაქირავებ სახლში. მომავალში ეს თანხა სავარაუდოდ დღეში 1,14 ევრომდე გაიზრდება.

ეს გადასახადი საჭიროა იმისთვის, რომ დანიშნულებამ საზოგადოებრივი სივრცეების შენარჩუნება შეძლოს და ამ ყველაფრის ანაზღაურება მხოლოდ ადგილობრივებს არ მოუწიოთ. შემოსული თანხა ქალაქის ინფრასტრუქტურას და გარემოს დაცვას მოხმარდება.
კანარის კუნძულების სტატისტიკის ინსტიტუტის ინფორმაციით, 2024 წელს კუნძულს 375 828 ტურისტი სტუმრობდა.

აღსანიშნავია, რომ ესპანეთის სხვა რეგიონებში ტურისტული გადასახადები ბევრად მაღალია, მაგალითად ბარსელონაში ტურისტები დღეში 5-დან 7,5 ევრომდე იხდიან, ვალენსიაში 0,50-დამ 2 ევრომდე. მალაგა კი აპირებს, რომ ვიზიტორებს დღეში 3 ევრო გადაახდევინოს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები