კანდელაკის ქუჩაზე მცხოვრებნი გუშინ საშინელმა ხმაურმა შეაწუხა. მათ შორის გახლდათ ტელეწამყვანი ლულუ კახიანი, რომელმაც სოციალურ ქსელში გაავრცელა ვიდეო, სადაც ასახულია, როგორ თხრიანკვლავ კანდელაკის ქუჩას. ლულუმ პოსტში თბილისის მერიას მიმართა: „თბილისის მერია, საათი არ გაქვთ? ინგრევა ყველაფერი და თან, ამ დროს…“
როგორც ლულუმ „ფორტუნას“ უთხრა, ქუჩაზე ახალი ჭა ჩასვეს და სწორედ ამისთვის დასჭირდათ სამუშაობის წარმოება, რომლებიც ამ დრომდე მიმდინარეობს.