ამერიკელი რეპერი კანიე უესტი ევროპაში შეწყვეტილ გასტროლებს განაახლებს. 2016 წლის ნოემბერში მუსიკოსმა ტურნე Saint Pablo ჯანმრთელობის გაუარესების გამო გადადო.
ამჯერად კი, რეპერი მზად არის, ევროპული კონცერტების სერია განაახლოს და მაყურებელი კვლავს ერთად შეკრიბოს. „მას უყვარს კონცერტები და სურს, რომ მსოფლიომ ის კვლავ იხილოს“, – განაცხადა ინსაიდერმა. წყაროს თქმით, უესტს უკვე აქვს ორი ახალი პროექტი, რომლებსაც წლის განმავლობაში უჩვენებს.